რეგისტრირებული ფაქტები80197
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ საბინინი, კურბატოვი და ორლოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კანშინი, მოლჩანოვი, ვრონსკი და ნიკოლსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიღებდნენ ამალია ვოლ-ლევიცკაია, გ. ა. შვამბერგი, მ. მ. ვიშემირსკაია, მარია გედევანოვა და ვ. ს. ვლადინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში უნდა გამართულიყო „ტანჰეიზერის“ პრემიერა, რომლის ახალი დადგმა ეკუთვნოდა ვოლტერ ლევიცკის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. კ. რიადნოვი იყო თბილისი კონსერვატორიის პროფესორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიის პროფესორის თანამდებობაზე კვლავ მიიწვიეს ევგენი კ. რიადნოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა მარტყოფის ზევით, წმ. ანტონის მონასტრის ტერიტორიაზე ვინმე კაცმა აწარმოა სამუშაო. ორი საჟენის სიღმეზე მას მიუკვლევია წყაროსათვის, რომელიც მეტად წააგავდა სურახნის ნავთობს. ღია ყვითელი სითხე ცეცხლთან შეხებისას მომენტალურად აალდებოდა. გლეხებს თავის ყოფაში სურდათ მისი გამოყენება, მაგრამ ამ მასის სწრაფი წვის გამო ვერ შეძლეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია საქართველოში ნავთობის სავარაუდო საბადოებზე. წინამძღვაროვი იმედს გამოთქვამდა, რომ ინჟინერ ოგანეზოვის ენერგიის წყალობით დაბა ილდოყანაში ჩატარებული სამუშაოები შედეგს გამოიღებდა და უკვე ოქტომბერში ამ ადგილას შესაძლებელი იქნებოდა ნავთობის მოპოვება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა ფხოველთან ენერგიული ტემპით მიმდინარეობდა სამუშაოები, რომელსაც ნიკო დეკანოზოვი ხელმძღვანელობდა. იმ დღეებში სამუშაოებზე მიუტანიათ მასალა, დაუდგამთ ანძები, ბურღვა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და ადგილებში 10 საჟენის სიღრმემდე აღწევდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა ფხოველთან ნიკოლოზ დეკანოზოვის ხელმძღვანელობით ენერგიული ტემპით მიმდინარეობდა სამუშაოები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა თ. შიშმარევის სტატია „მუნიციპალური სოგორის მოღვაწეობიდან. თბილისის მუნიციპალური ცხოვრება“ და მ. ბეკერის – „ქრონიკა“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა ი. გ. გამალეის სტატია „საზოგადოებრივი და კერძო-საკანონმდებლო თვითმართველობა“, ზ. მ. დრუჟინინის – „გამტკიცებული საქმე“ და ლ. ა. იშკოვის – „ქალაქები და კლასგარეშე განათლება“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა ილიოდორ იანოვიჩის სტატია „საქართველოს მიწები“, სერგეი ზუბჩანინოვის – „ქალაქი და ადგილ-მამული“ და ე. ა. მადისონის – „სამხედრო და მუნიციპალური სოგორი“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა ზ. ი. კლეინის სტატია „ქალაქის ფინანსები“, ინჟინერ კლაპის – „შერეული ტიპის საქალაქო კონცესიები“ და გ. ბენაევის – „სტატისტიკა“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დმიტრიევსკიმ ქალაქის გამგეობას შესთავაზა თივის ხუთი ვაგონი, პუდი 10 რუბლად. გამგეობა დასთანხმდა მის შემოთავაზებას.