საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87145

1845

ტიპი: გარდაცვალება

1845 წლის სექტემბერში სოფ. დილიკაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე გიორგის ძე მაჭავარიანი გარდაიცვალა.

1812

ტიპი: თანამდებობა

1812-1845 წლებში იოანე გიორგის ძე მაჭავარიანი სოფ. დილიკაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს პეტრე სვიმონის ძე სვიანაძე სოფ. დილიკაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801 წელს პეტრე სვიმონის ძე სვიანაძე სოფ. დილიკაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 11 აპრილს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გაუგზავნა კრიტიკოს ბესარიონ დავითის ძე ჟღენტის სტატია ქართული პოეზიის შესახებ სათარგმნად და გამოსაქვეყნებლად.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის 18 აგვისტოს პოლონეთში ჩასულმა გიორგი ლეონიძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ურჩია, ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებებიდან – დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, ალექსანდრე ყაზბეგის „ელეონორა“, ნიკო ლომოურის „ქაჯანა“, ვასილ ბარნოვის „ისნის ცისკარი“, ნიკო ლორთქიფანიძის „მრისხანე ბატონი“, დავით კლდიაშვილის „მიქელა“, ლეო ქიაჩელის „მთის კაცი“ და ა. შ. – რამდენიმე ეთარგმნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, კავკასიის მთავარმართებლის, გრიგოლ გოლიცინის ბრძანებით, ბათუმის ოლქის უფროსის თანაშემწე ნ. კ. რეზანოვი ოზურგეთის მაზრის უფროსად დაინიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე ნინა პავლეს ასულმა დანელიამ და ოლღა მიხეილის ასულმა მეუნარგიამ აბრეშუმის წარმოებისთვის ვერცხლის მედლები მიიღეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძემ საჩხერეში მეფუტკრეობის წარმოებისთვის ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამეურნეო სამრეწველო გამოფენის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზე, თავმჯდომარის ამხანაგად – მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებული იაკობ სერგის ძემედვედევი, თავმჯდომარის მოადგილედ – ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 თებერვალს გაზეთი „დროება“ წერდა, რომ ლ. მაღალაშვილის განცხადებით, თებერვალში მაზრის თავად-აზნაურთა კრება გაიმართებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ექიმი იოსებ გორალეჩოვი პაციენტ ე. სურგუნოვის შესახებ წერდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ე. სურგუნოვის გარდაცვალების შესახებ ექსპერტ კიუჩარიანცის განცხადება დაიბეჭდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-1917 წლებში მიხეილ ტერენტის ძე მაჩიტაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 18 მარტს სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი გიორგი სიმონის ძე მაჩიტაძე გარდაიცვალა.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858-1903 წლებში გიორგი სიმონის ძე მაჩიტაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს იოანე ჩარკვიანი სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1809

ტიპი: თანამდებობა

1809 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1836

ტიპი: გარდაცვალება

1836 წლის მარტში სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ივანე აბულაძე გარდაიცვალა.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801-1836 წლებში ივანე აბულაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს ვიტალი უგრეხელიძე, ვალერიან ხელაძე, ვლადიმერ ლაღიძე და გიორგი ჯავახიშვილი ლონდონში ცხოვრობდნენ.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს არტემ არონიშიძე და იოსებ ზაუტაშვილი პოლონეთში ცხოვრობდნენ.

1945

ტიპი: ნასამართლეობა

1945 წლის 5 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა პოლონეთის არმიის ბევრი ოფიცერი დააპატიმრა, მათ შორის – გრიგოლ იაშვილი და მიხეილ კვალიაშვილი.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 11 აპრილს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ სათარგმნად უგზავნიდა მასალას, რადგან მის მიერ შეკრებილ ბიოგრაფიულ ცნობებსა და პოეზიის მიმოხილვას სიზუსტე აკლდა.