რეგისტრირებული ფაქტები85299
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 დაბეჭდილმა „სიტყვამ თქმულმა თამარ სვიმონის ასული გოგოლაშვილი-ხირსელის მიერ, 11 მარიამობისთვეს ქ. თელავში მასწავლებელთა კავშირის მიერ გამართულ საღამოზე“, რომელიც ეხებოდა რევოლუციას და ქალთა თანასწორობის იდეას, აღაფრთოვანა საღამოზე დამსწრე საზოგადოება. საღამოზე გაიმართა რუსულ-ქართული წარმოდგენა. ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, დასასრულს იგალობა ია. სალხნიშვილის გუნდმა. საღამომ დიდი შემოსავალი მოიტანა და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს სამტრედიაში სრულიად უმიზეზოდ, პოლიტიკური ნიშნით დაიჭირეს ადგილობრივი გამომძიებელი, ს. ფ. პარტიის წევრი, მ. კანდელაკი იმის გამო, რომ მან საკუთარ ეზოში თოფი გაისროლა. ადგილობრივმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მას კონტრ-რევოლუციონერობა დასწამა და მეტეხის ციხეში გადაგზავნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ მთავარსარდალმა კორნილოვმა კერენსკის მთავრობის ჩაბარება მოსთხოვა. პეტროგრადში სამხედრო წესები გამოაცხადა. პეტროგრადის ბანკები ნიჟნი ნოვგოროდში გადაჰქონდათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ კერენსკიმ ლვოვი პასუხის ნაცვლად დაატუსაღა, გენერალი კორნილოვი თანამდებობიდან არ გადამდგარა. იყო ცნობები, რომ ჯარის ნაწილი კორნილოვს ემხრობოდა და კერენსკის მომხრე ჯარსა და მთავარსარდლის შეტაკებას ელოდებოდნენ. თუ ყაზახთა ჯარი კორნილოვს მიემხრობოდა, პეტროგრადს საშიშროება ემუქრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ თბილისში ხმები დადიოდა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის იალტიდან გაპარვის შესახებ. ფიქრობდნენ, რომ იგი ჩრდილოეთ კავკასიაში იმყოფებოდა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირაკლი წერეთელი ექიმების რჩევით საქართველოში მოდის.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გაიცა ბრძანება გენერალ კორნილოვის დასაჭერად. დადიოდა ხმები, რომ იგი პეტროგრადში მიმავალ საკავალერიო რაზმს მეთაურობდა.