რეგისტრირებული ფაქტები87134
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პოლკოვნიკი ანტონ ნაცვლიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის სამხედრო განყოფილების უფროსი იყო.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წელს გრაფ პეტრე ზარნეკაუსა და მის მეუღლეს, თამარ შერვაშიძეს გაგრაში მოზრდილი აგარაკი ჰქონდათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გრაფ პეტრე ზარნეკაუსა და მის მეუღლეს, თამარ შერვაშიძეს გაგრაში შეფარებული ჰყავდათ პეტროგრადიდან გამოქცეული მაღალი წრის ოჯახი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვალერიან თევზაძემ გაგრის ფრონტის სახალხო გვარდიის შტაბიდან მთავარ შტაბში დაბრუნება მოითხოვა. გენშტაბმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვალერიან თევზაძემ გენერალ არტემ ჯიჯიხიას გაგრაში მოახსენა, რომ პეტრე ზარნეკაუს ინფორმაცია სოხუმის აღების შესახებ ყალბი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გრაფმა პეტრე ზარნეკაუმ გენერალ არტემ ჯიჯიხიას შეატყობინა, რომ თეთრგვარდიელები სოხუმზე შეტევას აპირებდნენ. ზარნეკაუს ინფორმაცია ყალბი იყო.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს მღვდელი ვანო გულისაშვილი და მისი მნათე ესტატე ზუკაკიშვილი ტიფით გარდაიცვალნენ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს ბარის მთავარანგელოზ გაბრიელისა და ჭიორის წმ. გიორგის ეკლესიების მღვდელი მელიტონ სიმონის ძე ლანდია გარდაიცვალა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სიმონ სიდამონ-ერისთავი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის I ქვეითთა დივიზიის შტაბის მეთაური იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსი და სამხედრო საბჭოს წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დავით ადამის ძე ართმელიძე ქართული კორპუსის 1-ელი დივიზიის მეთაური იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი მარტიდან ვასილ დავითის ძე გაბაშვილი ქართული სამხედრო კორპუსის მეთაური იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში ვალოდია საბას ძე გოგუაძე საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი მე-4 ქართული კორპუსის შტაბის უფროსი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი იყო.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში დიმიტრი გოცირიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის კანცელარიის უფროსის თანაშემწე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ევგენი ნიკოლოზის ძე დვალი ჟურნალ „რუსთაველის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის საინჟინრო განყოფილების უფროსი იყო.

