რეგისტრირებული ფაქტები80071
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი ა. ს. ჯავრიშვილი კანის და ვენერიულ დაავადებათა მქონე პაციენტებს ოლღას ქუჩა N3-ში, მელიქ აზარიანცის სახლში, იღებდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თვალის ექიმი მორის გოლდშტეინი ავადმყოფებს სათვალის შესარჩევად ნიკოლოზის ქუჩა N32-ში იღებდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მოსკოვიდან ჩამოსული კბილის ექიმი ნიკოლოზ თეიმურაზის ძე ხორავა პაციენტებს ყოველდღე, კვირის გარდა, ოლღას ქუჩა N3-ში, მელიქ აზარიანცის სახლში იღებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 თებერვალს თბილისის კლუბში ვარვარა ზარუდნაიას, კ. გორსკის და გ. ალექსეევ-მესხიევის მონაწილეობით ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ კონცერტი გაიმართა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ნოე რამიშვილი საფრანგეთიდან საჭირო ინფორმაციასა და მითითებებს აწვდიდა კონსტანტინოპოლში პოლიტიკური კომისიის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე გვარჯალაძეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აგვისტოს აჯანყების გეგმის ერთ-ერთი ავტორი და ორგანიზატორი ნოე რამიშვილი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1923 წლებში სერგო ივანეს ძე ყურულიშვილი ჟურნალ „ვარშავის კურიერის“ რედაქტორი და ჟურნალების – „პრჟიმიერჟე“, „პრო გეორგია“ და „პრო პატრია“ თანამშრომელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 დეკემბერს ქუთაისში კონსტანტინე თუმანიშვილისა და იასონ ბაქრაძის თავმჯდომარეობით გაიხსნა მარგანეცის მრეწველთა ახლად დაარსებულ სინდიკატთა საერთო კრება.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლიდან სერგო ივანეს ძე ყურულიშვილი ვარშავაში ქართულ-პოლონური კლუბის დამფუძნებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1928
ტიპი: ორგანიზაცია
1928-1932 წლებში ივანე ნანუაშვილი პარიზში იუნკერთა კავშირის გამგეობის წევრი იყო.
1976
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1976 წელს მიხეილ კვალიაშვილის ქალიშვილი მანანა ოჯახთან ერთად ვარშავაში ცხოვრობდა.
1975
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1975 წლის იანვარში მიხეილ კვალიაშვილი ტვინის შერყევის დიაგნოზით პოზნანის საავადმყოფოში იწვა.
1968
ტიპი: თანამდებობა
1968 წელს ინგლისელი ქართველოლოგი დევიდ ლენგი თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა.