საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80071

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 თებერვლის „დროების“ ცნობით, პეტრე მელიქიშვილს ოდესაში ქიმიის დოქტორის წოდება მიანიჭეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სანდრო შანშიაშვილის „წერილი რედაქტორის მიმართ“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 თებერვლის „დროების“ ცნობით, არუთინიანი თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ორშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას იმორიგევებდა.

2002

ტიპი: ღონისძიება

2002 წელს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ბ. ფირცხალავამ და თევდორე კეშელავამ ხიდისთავის საზოგადო სახლის ასაშენებლად თანხა შესწირეს.

1977

ტიპი: ავტორობა

1977 წლის 26 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის შესახებ ვარშავაში წერილი გაუგზავნა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს საბეითლო ნაწილის მმართველი ზოლოტარევი გაიწვიეს პეტერბურგში სამსახურის საქმეების გამო.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს თბილისში დაბრუნდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი, რომელიც სასწავლებლების დასათვალიერებლად ჩრდილოეთ კავკასიაში მოგზაურობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ალექსანდრე ხაბულიანმა, ბ. დუდუჩავამ, ლ. ნაკაიძე, უშ. საბაშვილმა და კ. ჟღენტმა თანხა შესწირეს ხიდისთავის საზოგადო სახლის ასაშენებლად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კონსტანტინე გურიელმა, ივანე კობიძემ, ფილიპე დარჩიამ, გიორგი ლომაძემ და ნ. პიეტტემ თანხა შესწირეს ხიდისთავის საზოგადო სახლის ასაშენებლად.

1977

ტიპი: გარდაცვალება

1977 წლის იანვარში გიორგი ნოზაძემ მიხეილ კვალიაშვილს შეატყობინა, რომ პარიზში ალექსანდრე კინწურაშვილი და ვალერიან ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე გარდაიცვალნენ.

1862

ტიპი: თანამდებობა

1862-68 წლებში გიორგი დავითის ძე დეკანოსიძე სოფ. ვერტყვილის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს გედეონ ხუნდაძე ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდა.

1979

ტიპი: ავტორობა

1979 წლის 9 სექტემბერს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს პოლიტიკური შინაარსის წერილი გაუგზავნა.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873-90 წლებში იოსებ გიორგის ძე ციცქიშვილი სოფ. ვერტყვილის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ზაქარია დიმიტრის ძე ბაქრაძემ გენერალ-მაიორის წოდება მიიღო.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868-73 წლებში ისიდორე ნიკოლოზის ძე დევდარიანი სოფ. ვერტყვილის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1979

ტიპი: ღონისძიება

1979 წელს მიხეილ კვალიაშვილს ექიმებმა პოზნანიდან საქართველოში მგზავრობა აუკრძალეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, კირიონ II საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 დეკემბერს სახელოსნო სასწავლებელში იმ შეგირდთა ნამუშევრების დათვალიერებას, რომელთაც ამ წელს დაასრულეს სწავლა, დაესწრნენ ქალაქისთავის მოადგილე ბ. ბ. შესტაკოვი, სასწავლებლის კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ალიხანოვი და რკინიგზის სახელოსნოების უფროსი სტრჟემინსკი.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1937 წლებში ვიტალი უგრეხელიძე პარიზში ჟურნალ „მხედრის“ რედაქტორი იყო.

1977

ტიპი: გარდაცვალება

1977 წლის 1-ელ ივნისს კრაკოვში გიგა ტურაშვილი დაკრძალეს. დაკრძალვას მიხეილ კვალიაშვილიც დაესწრო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1917 წლებში მოსე გრიგოლის ძე ვეფხვაძე სოფ. ვერტყვილის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის გუბერნატორმა ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაამტკიცა მ. ა. სულიევი.

1928

ტიპი: ორგანიზაცია

1928-1932 წლებში ვიტალი უგრეხელიძე პარიზში იუნკერთა კავშირის წევრი იყო.