საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის მარტიდან დავით პავლეს ძე ლოევსკი გზათა სამინისტროს ცენტრალური რეგისტრატურის, მიმოწერის ბიუროსა და ეგზეკუტორის ნაწილის უფროსის მოვალეობათა შემსრულებლად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 20 რუბლს შეადგენდა.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 1-ლ მარტს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ დუშეთში ბაზალეთის თემის წითელი რაზმის წევრ გაბო მწითურს შეხვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს ატყობინებდა, რომ რაუფ-ბეისთან შეხვედრები ჩიხში იყო შესული, თურქეთი დათმობაზე არ მიდიოდა. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს თურქეთის უკომპრომისო დამოკიდებულებას სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც ცხადად ჩანს რაუფ-ბეისთან და ვეჰიბ-ფაშასთან საუბრებიდან. იგი ითხოვს მითითებებს სეიმისაგან. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ელ მარტს გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა 6 სხდომასა და 2 კერძო მოლაპარაკებას. კონფერენციის თავმჯდომარე იყო ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ-ბეი. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ტრაპიზონის სამშვიდობო მოლაპარაკების დროს, ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციამ მოხსნა თავისი წინადადება მორიგეობითი თავმჯდომარეობის შესახებ, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1918 წლის პირველ მარტს „ნოვაია ჟიზნის“ რედაქციის წევრი სტანისლავ ვოლსკი წაიკითხავს ლექციას „საბჭოთა მთავრობა და პარლამენტარიზმი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლი მარტის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნ. ჩხეიძის წერილი ევგ. გეგჭკორისადმი, რომელშიც იგი აცნობს სეიმის 24 თებერვლის დადგენილებას, რითაც პრეზიდიუმს უფლება ეძლევა, მთავრობის შესადგენად ამა თუ იმ პირს მიმართოს, და სთხოვს მთავრობის წევრთა კანდიდადატების არჩევას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ეროვნულმა საბჭომ ქართული კორპუსის უფროსად აირჩია გენერალი ვასილ დავითის ძე გაბაშვილი, შტაბის უფროსად – პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრაში თათრებმა დაარბიეს მიქაელ არამიანცის მამული, სადაც კულტურული მეურნეობა იყო მოწყობილი; გაანადგურეს ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათოვის მამული და სადახლოსკენ მელიქოვებისა და სხვათა მამულების ასაოხრებლად წავიდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ მარტს „ერთობაში“ დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას წარმოთქმული სიტყვა ამიერკავკასიის სეიმის 26 თებერვლის სხდომაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ელი მარტის „ერთობაში“ დაიბეჭდა ახალქალაქის ქალაქისთავის, მარქარიანის ცნობა, რომ 15 თებერვალს ქართველთა ბრბოს მიერ ნაცემი ილია ალხაზიშვილი კარგად არის და რომ ცნობა მისი მოკვლის შესახებ პროვოკაციაა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტმა სეფე მეთოდის ძე ხომასურიძემ დააარსა წრე მარქსიზმის თეორიის შესასწავლად, რისთვისაც ის ციმბირში გადაასახლეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ელი მარტის „ერთობაში“ დაბეჭდილია გორის რაიონის მაზრის კომისრის, ვ. ზ. მაჩაბლის ერთგვარი ანგარიში „გორის ამბები“ მე-4 ქართული პოლკის დაშლის და სხვ. შესახებ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 1-ელ მარტს დააკავეს დამნაშავეთა ჯგუფი. რევოლუციურ სასამართლოზე საქმის განხილვის დროს გაირკვა, რომ ნიკოლოზ ბადრიძე (შავო), დავით ქამუშაძე, გაბრიელ ლუკაშვილი, ბაღდო ტერ-მესროფოვი, გაბო გექჩუაშვილი, ვასილ გელიკურაშვილი (ბედნი კიტაი), ანატოლი კოვალენსკი, გიორგი ქარტილაძე, ზაქარია ნათაძე (თარსი), ნიკოლოზ სულაძე, მიხეილ ყაზიაშვილი და არჩილ ბახუტაშვილი მონაწილეობდნენ 1-ლი და მე-2 მილიციის უბნების თანამშრომელთა მკვლელობაში. 3 მარტს სასამართლომ ყველა მათგანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის პირველ მარტს ხოჯევანქის სასაფლაოზე დაკრძალეს თბილისის რკინიგზის დამცვ. წითელრაზმელი გიორგი (ჟორჟიკა) მირზოიანი, რომელიც მოკლეს 20 წლის თელავის ხულიგანი ჯარისკაცების არეულობის დროს. ის უკვე მომწიფებული რევოლუციონერი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სეფე მეთოდის ძე ხომასურიძე სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების აქტიური წევრი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სეფე მეთოდის ძე ხომასურიძეს თბილისის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სეფე მეთოდის ძე ხომასურიძე ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ჯავშნიანი მატარებლის N4 უფროსმა ვალოდია გოგუაძემ ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარის ევგენი გეგეჭკორისგან მადლობის წერილი მიიღო რევოლუციისადმი თავდადებული სამსახურისა და მის მატარებელში რკინის დისციპლინის გამო.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 2 მარტის „ერთობის“ ცნობით, გორში მოკლეს ნიკო სალუქვაძე, როცა ის ხალხს გამხეცებული ბრბოსგან იარაღით იცავდა. ცხედარი სუფსაში წაასვენეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისრად გრიგოლ გიორგაძის ნაცვლად, რომელიც სეიმის წევრად აირჩიეს, ივანე კაჩუხოვი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მარტის „ერთობის“ ცნობით, ვექილი მაქსიმოვი თბილისში იურიდიულ კურსებს ხსნიდა.