საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 3 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს სწერდა, რომ 45 წლის იყო, როდესაც ნიუ-იორკიდან ოჯახთან დაკავშირება მოახერხა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 3 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარსავაში სწერდა, რომ საქართველოში, მათ მამულში, მცხოვრებმა კომუნისტმა ოსებმა მოკლეს მისი 16 წლის ძმა.

1988

ტიპი: ღონისძიება

1988 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში ძმისშვილი ესტუმრა მეუღლესთან ერთად.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს სოლომონ ჭეიშვილი ასკანის სკოლის პედაგოგი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 მარტის „დროებაში“ კორნელი ბოროზდინის მოგონებების „სამეგრელო გუშინ“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „საქართველოს ნოტა აზერბაიჯანს“, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ მისი მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი აწერდა ხელს.

1986

ტიპი: გარდაცვალება

1987 წლის სექტემბრის ბოლოს სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა ალექსანდრე სულხანიშვილის მეუღლე.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 3 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს სწერდა, რომ პარტიზანულ ბრძოლებში ჩართვის შემდეგ მისი მშობლები სახლიდან გამოყარეს, სახლს სახურავი გადახადეს და მეზობლები რომ არ დახმარებოდნენ, სოფლიდან თბილისში გაასახლეს.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის იარაღი სან-ფრანცისკოდან საქართველოში ჩამოტანამდე პაატა ნაცვლიშვილმა უსაფრთხოების მიზნით ალექსანდრე სულხანიშვილის საკუთრებად გამოაცხადა, მხოლოდ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ქ. ჩოლოყაშვილის იარაღი ჩამოჰქონდათ.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის ზაფხულში სან-ფრანცისკოს პარკში გაიმართა ფესტივალი, რომელსაც ქართველთა 5-კაციანი ჯგუფიც ესწრებოდა. ჯგუფის ხელმძღვანელი იყო პაატა ნაცვლიშვილი.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წელს გამოცემულ წიგნში „ჩემი მოგონებანი“ ალექსანდრე სულხანიშვილი აღწერს, როგორ გადაიყვანა ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოდან ჩეჩნეთში და ალი მიტაევს შეახვედრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ამბოხების დროს ჩეჩნები რუსეთიდან ჯარს არ შემოუშვებდნენ.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა პეტერბურგის საბჭოს ხმოსანი, ნაფიცი ვექილი ევ. კედრინი.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861 წელს გიორგი გაბრიელის ძე ბრეგვაძე სოფ. ზოდის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1857

ტიპი: თანამდებობა

1857-72 წლებში სპირიდონ სიმონის ძე ქველაძე სოფ. ზოდის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წელს გიორგი გაბრიელის ძე ბრეგვაძე სოფ. ზოდის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-17 წლებში ზოსიმე ეგნატეს ძე გველესიანი სოფ. ზვარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1903 წლებში ფარნაოზ იოანეს ძე ვეფხვაძე სოფ. ზვარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: გარდაცვალება

1895 წლის 5 მაისს სოფ. ზვარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ გიორგის ძე ღონღაძე გარდაიცვალა.

1963

ტიპი: ღონისძიება

1963 წელს გივი გიორგის ძე ჟორდანია პროფესორი გახდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-06 წლებში ტიმოთე ქრისტეფორეს ძე ლორია სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1982

ტიპი: ღონისძიება

1982 წლიდან ვახტანგ გივის ძე ჟორდანია აშშ-ში მოღვაწეობდა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868-70 წლებში გიორგი საბას ძე მამასახლისი სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854-92 წლებში სპირიდონ გიორგის ძე ღონღაძე სოფ. ზვარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1976

ტიპი: თანამდებობა

1976-1991 წლებში თამაზ ევგენის ძე სანიკიძე საქართველოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-17 წლებში დავით ერმილეს ძე მინდელი სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.