რეგისტრირებული ფაქტები80080
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 დეკემბერს თბილისის გამგეობის დარბაზში გამართულ თბილისის სასწავლებელთა გამგე-კომისიისა და ქალაქის გამგეობის გაერთიანებულ კრებაზე განიხილეს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ ზავადსკის წინადადება თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ნაკლულოვანებათა გამოსწორების შესახებ.
1985
ტიპი: თანამდებობა
1985-1991 წლებში მიხეილ სერგეის ძე გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი იყო.
1985
ტიპი: ღონისძიება
1985-1991 წლებში საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ დაასრულა „ცივი ომი“, ამასთან დასრულდა კომუნისტური პარტიის ჰეგემონიაც და საბჭოთა კავშირი დაიშალა.
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წლის 6 დეკემბერს იმპერატორმა განათლების სამინისტროს წარდგინებით ოზურგეთის სასწავლებლის პირველი კლასის შეგირდი მოსე ჭყონია ვერცხლის მედლით დააჯილდოვა.
1987
ტიპი: ღონისძიება
1987 წლის 23 სექტემბერს მიხეილ ქავთარაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვალერიან თევზაძის მოგონებების ფოტოპირის გადასაღებად 300 ფრანკი გაუგზავნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ათონის ბერძენ და ქართველ ბერებს შორის დაძაბული ურთიერთობის მოგვარების საკითხზე თბილისში ბენედიქტე ბარკალაია ჩამოვიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 მარტს ზელიონიმ გეოგრაფიული საზოგადოების კრებაზე ავღანეთის შესახებ რეფერატი წაიკითხა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 დეკემბერს სათავადაზნაურო თეატრის ფოიეში გამართული ქართული დრამატული საზოგადოების წევრთა კრების თავმჯდომარე იყო ვასილ სულხანიშვილი.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 2 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოლომონ გვერდწითელი 1898 წლის 18 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო პართენ, ნინა და ბარბარე მაღრაძეების მკვლელობაში. ბრალდებული 20 წლის იყო, ამიტომ კატორღა 13 წლისა და 4 თვის ვადით მიესაჯა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 18 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლომ გლახუა მაღრაძე პართენ, ნინა და ბარბარე მაღრაძეების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს სამუდამო კატორღა მიესაჯა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 2 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოლომონ გვერდწითელი გორის მაზრის სოფელ ხცისის აზნაური იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ივანე ემელიანოვმა, ბეჟანოვმა, ისააკ ნარიმანოვმა და ონისიმე სულავამ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად ორ-ორი შაური გაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს იაკინთე აროშიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად სამი შაური გაიღო.
1980
ტიპი: ღონისძიება
1980 წლის 1-ელ ივლისს ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მანქანა დაეჯახა და მარცხენა ფეხის ძვლები დაემტვრა, რის გამოც დიდხანს უჭირდა უჯოხოდ სიარული.