რეგისტრირებული ფაქტები80195
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1893
ტიპი: თანამდებობა
1893-96 წლებში აბიათარ ანდრიას ძე იაკობაშვილი სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ვლადიმერ გიორგის ძე კაპანაძე სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851 წელს შიო გიორგის ძე გორგაძე ილემის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909-17 წლებში ლავრენტი ონისიმეს ძე კაპანაძე სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს იოსებ ნიკოლოზის ძე წერეთელი სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წელს იოსებ ნიკოლოზის ძე წერეთელი სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856-82 წლებში ნიკოლოზ მერაბის ძე წერეთელი სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მოქალაქეთა გამგეობის დეპუტატმა ასიტოვმა უარი განაცხადა მოქალაქეთა მოურავის თანამდებობაზე, რადგან წინა მოურავი, ედიგარ ედიგაროვი, პასუხისგებაში იყო მიცემული.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს კავკასიის სამოსწავლო ოლქის ინსპექტორი ლოპოტინსკი სამსახურის საქმეზე ეკატერინოდარში გაემგზავრა.
1991
ტიპი: ღონისძიება
1991 წლის იანვარში ნატო ციციშვილს გოჩა შათირიშვილმა ვარშავიდან ნიკოლოზ მათიკაშვილის წერილი ჩაუტანა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში გაემგზავრა ნავსადგურის კომისიის მუშაობის მონაწილეობის მისაღებად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 დეკემბერს ქართულ თეატრში დაინიშნა ვასილ აბაშიძის საბენეფისო საღამო, უნდა წარმოედგინათ. სამმოქმედებიანი კომედია „უცნაური ხაფანგი" და ოპერეტა „რაინდი უშიშარი და უებრო".
1988
ტიპი: ღონისძიება
1988 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახებოდა მიუნხენიდან გამოგზავნილი ვანო ქიქოძის იარაღის კოლექცია, საქართველოში რეზო თაბუკაშვილის მიერ ჩამოტანილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის მოხსენების შემდეგ ოფიცერთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ დადგინდა, ულუფა მისცემოდა იმ ოფიცერთა ოჯახებს, რომლებიც ფრონტზე იყვნენ გაწვეულნი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვარს ბაქოდან სომხეთის წარმომადგენელმა ბეკზადიანმა საქართველოს მთავრობას ხელმეორედ მიმართა ნოტით. ის სომხეთისთვის საქართველოს საზღვრებში დაკავებული სამარშრუტო მატარებლების განთავისუფლებას მოითხოვდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ ინჟინერ ლევან დიასამიძეს მიანდო ზომების მიღება, რათა ქალაქის მცხოვრებლებს წყალი ნორმალურად მიწოდებოდათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე მიწათმოქმედების მინისტრ დავით ონიაშვილის მოხსენების თანახმად, საქართველოს მთავრობამ დააადგინა, წყალთა ინსპექტორ ა. ესენისთვის დახმარება აღმოეჩინათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის აღმსრულებელ ევგენი გეგეჭკორის მოხსენება ევროპაში სრულუფლებიანი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ და დაადგინა, ეს თანამდებობა აკაკი ჩხენკელს დაეკავებინა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე გზათა მინისტრ ნოე ხომერიკის მიერ გაკეთებული მოხსენების შემდეგ დადგინდა, კახეთის რკინიგზის აქციონერთა ყრილობაზე მთავრობის წარმომადგენლად ვაჭრობა-მრეწველობის დეპარტამენტიდან ე.ალშიბაია და გზათა მიმოსვლის დეპარტამენტიდან ინჟინერი გვარამაძე დაენიშნათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის წინადადების თანახმად, საქართველოს მთავრობამ დაადგინა, იოსებ სიდავა თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის თანამდებობიდან იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის დირექტორად გადაეყვანათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა კონსტანტინე კანდელაკმა წაიკითხა მოხსენება საფრანგეთის მეაბრეშუმეებთან დადებული ხელშეკრულების შესახებ. მთავრობამ დაადგინა, დამტკიცებულიყო ხელშეკრულების პროექტი.