საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89170

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს იუსტიციის სამინისტროს დადგენილებით ქუთაისის სამხარეო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების წევრი ივანე პავლეს ძე გობეჩია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა და იუსტიციის სამინისტროს კომისარმა შალვა ალექსი-მესხიევმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვრის სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით, ქუთაისის საერობო სასწავლებლების დირექტორის თანამდებობაზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ მგელაძე დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით გაუქმდა 1917 წლის 25 იანვრის ბრძანება თბილისის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლის, ნ. ჩიგოგიძის მიხაილოვოს ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად დანიშვნის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს ეროვნული სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით ალექსანდრე ელჩანინოვი ვ. ა. ლევანდოვსკის სახელობის თბილისის გიმნაზიის დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით ბაქოს ვაჟთა პირველი გიმნაზიის ინსპექტორი ილია ჯიშკარიანი გორის მაზრის მიხაილოვის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა სამაზრო კომიტეტს, იმ უპასუხისმგებლო ადამიანმების შესახებ, რომლებიც პროვოკაციის მიზნით საზოგადოების ერთ ნაწილს ამხედრებენ მეორე ნაწილის წინააღმდეგ. აღმასრულებელი კომიტეტი სთხოვს და ავალებს სამაზრო კომიტეტს აღმოფხვრას აღნიშნული ქმედებები. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გრიგოლ ვეშაპელი, ივანე გომართელი, ალექსანდრე მდივანი და ივანე აფხაზი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ივანე გომართელს დაევალა წინასწარი გეგმის შედგენა სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა გასარკვევად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საქველმოქმედო საზოგადოების გამგეობიდან მოიწვიეს პავლე საყვარელიძე, მიხეილ მაჩაბელი და პარმენ გოთუა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ ივანე მაჩაბელი, ივანე გომართელი, პარმენ გოთუა, სამსონ ფირცხალავა, პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 იანვარს ორდუბატიდან ინჟინერმა ტრესკინსკიმ მისწერა ინჟინერ სბორშჩიკოვს, რომ ამიერკავკასის კომისარიატმა განკარგვისთვის გადასცა მენარდეების – იშხანოვისა და ბაბაევის თხოვნა, ყველა მენარდემ თავისი წრიდან ორი ან სამი პირი შეარჩიოს და მათ სომეხ მოსამსახურეებთან ერთად, ათისთავების – ავაქოვისა და აგახანოვის თანხლებით თბილისში წავიდნენ ანგარიშის მისაღებად. მუშა დელეგატებს მატარებლით მგზავრობის ხარჯებს მენარდეები აუნაზღაურებენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა ერევნის განყოფილების თავმჯდომარის, დეკანოზ იაკობ ფხაკაძის განცხადება ამ განყოფილების (12.08.1918 წ.) დახურვის შესახებ. ფხაკაძემ თან წარმოადგინა სახელმწიფო ბანკის გადასაგზავნი (თარგმანი) ბილეთი 2803 მანეთი და 66 კაპიკი 361/269635 N413.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი; ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი; საადგილმამულო კომისიის მდივანი – დავით ვაჩნაძე; მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძეს მამულების მოურავ პეტრე მამრაძესთან ერთად დაევალა ქუთაისში გამგზავრება იმერეთის თავადაზნაურობის ქონების მისაღებად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ბუღალტერს, კონსტანტინე შათირიშვილს გაეზარდა ანაზღაურება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე სექციის კანცლერის მოხელეს, ირაკლი თაზიშვილს ხელფასი 3000-დან 3600 მანეთამდე გაუზარდეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის დადგენილებით თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მდივნის თანაშემწე ბარნაბა გამსახურდია, ინსტრუქტორი დიმიტრი ფალავანდიშვილი, მიწისმზომელი გიორგი კოკაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი კოკაშვილს დაევალა გაცემული სესხების გამო სასამართლოში დაწყებული საქმეების წარმოება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის დადგენილებით კომისიის მდივანი, დავით ვაჩნაძე დატოვეს ქონებათა სექციის მოსამსახურედ, როგორც საადგილმამულო კომისიის საქმეთა ლიკვიდაციის საერთო ხელმძღვანელი და ხელფასი გაუზარდეს 6600 მანეთამდე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ბარნაბა გამსახურდიას დაევალა კომისიის ლიკვიდაციის საქმეებში დახმარება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე სამეურნეო სექციის გამგეს ეთხოვა დაეკმაყოფილებინა დიმიტრი ფალავანდიშვილის თხოვნა მის უწყებაში შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ირაკლი ამირეჯიბის მოთხოვნა, სამხედრო-სამუშაო რაზმის შედგენისათვის თანხის გაზრდის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე დაწესდა გამგის ამხანაგის თანამდებობა და თანამდებობაზე დაინიშნა რევაზ გაბაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი; ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი; საადგილმამულო კომისიის მდივანი – დავით ვაჩნაძე; მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. სხდომის დადგენილებით რესტორანის "პარიზი" ტერიტორია დაეთმო მსახიობთა კავშირს, მხოლოდ იმ პირობით, თუ წლიური ქირას თავიდანვე გადაიხდიდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი; ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი; საადგილმამულო კომისიის მდივანი – დავით ვაჩნაძე; მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. კრებაზე მოისმინეს მსახიობთა კავშირის გამგეობის შუამდგომლობა, რესტორან "პარიზის" მათთვის გადაცემის თაობაზე.