რეგისტრირებული ფაქტები87108
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1848
ტიპი: გარდაცვალება
1848 წლის 26 თებერვალს სოფ. კვალითის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი დავით ვახტანგის ძე საყვარელიძე გარდაიცვალა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 29 სექტემბერს სოფ. კვალითის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ნიკიფორეს ძე გველესიანი გარდაიცვალა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1925 წლებში ანატოლი ილიას ძე გეკერი იყო პირველი საბჭოთა სამხედრო ატაშე ჩინეთში.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859 წელს იოსებ დავითის ძე ყიფშიძე კაცხის წმ. გიორგის (წიფელიეთის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848-52 წლებში იოსებ გიორგის ძე ანთაძე სოფ. კვალითის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს სვიმონ მხიარულას (მახარობელას) ძე აბჟანდაძე სოფ. კვალითის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი იყო.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925-1929 წლებში ანატოლი ილიას ძე გეკერი ჩინეთის აღმოსავლეთის რკინიგზის გამგეობის წევრი იყო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს საქართველოში ჩამოვიდა სამხედრო სამინისტროს მოხელე, გენერალი ტურბინი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი ნ. რომანოვსკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის თებერვალში იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი იყო.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი იყო.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნიკოლოზ შავროვმა,რომელიც მიწათმოქმედების სამინისტროს მინდობილობით ოსმალეთის პროვინციებში იმყოფებოდა, სააბრეშუმო რაიონები დაათვალიერა და ადგილზე შეისწავლა აბრეშუმის თესლის დამზადების საქმე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 ნოემბერს, წმინდა ანდრია მოციქულის დღესასწაულზე, თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში უკანასკნელად ჩაატარა წირვა საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა ხარკოვის არქიეპისკოპოსმა ფლაბიანემ.
1982
ტიპი: ღონისძიება
1982 წელს ირაკლი ალექსანდრეს ძე გეჯაძეს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 დეკემბერს გიმნაზიის დარბაზში თბილისის პირველი გიმნაზიის დირექტორად ნამყოფი ლევ ლევის მორკოვის თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთიდან გადმოსახლებულთა თბილისის დამხმარებელ საზოგადოების წევრთა საზოგადო კრება, რომელსაც 510 წევრიდან მხოლოდ 14 დაესწრო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი ქალაქის თვითმმართველობის დარბაზში მივიდა და გაეცნო ქალაქის წარმომადგენლებს. მას სიტყვით მიმართა ქალაქის მოურავმა დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძემ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს აგრონომმა არტემ ფირალოვმა კავკასიის შინამრეწველობის ნაწარმთა კოლექციის შედგენა დაიწყო.

