რეგისტრირებული ფაქტები87107
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1830
ტიპი: თანამდებობა
1830-73 წლებში იოვანე სვიმონის ძე კუხალაშვილი სოფ. კინჩხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848 წელს გიორგი იოანეს ძე ლომთაძე სოფ. კისორეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-06 წლებში გიორგი იოსების ძე ანთაძე სოფ. კინოთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-17 წლებში ვასილ დავითის ძე ფერაძე სოფ. კინოთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ნოემბერს ნავთლუღის 44-ე დრაგუნთა პოლკმა საპოლკო დღესასწაული აღნიშნა. პოლკის ეკლესიაში გადაიხადეს სამადლობელი პარაკლისი, რომელსაც მთავარმართებელი გოლიცინი დაესწრო.
1880
ტიპი: გარდაცვალება
1880 წლის 31 დეკემბერს სოფ. კინჩხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი შიო იოვანეს ძე ქაროსანიძე გარდაიცვალა.
1856
ტიპი: გარდაცვალება
1856 წელს სოფ. კინჩხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ლუკა კუხალაშვილი გარდაიცვალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორმა, ინჟინერმა ბესარიონ ჭიჭინაძემ ინახულა ბრიტანეთის ტრანსპორტის მთავარი გამგე გენერალი ბრაფი, რომელიც იმ დღეებში ტოვებდა საქართველოს.
1922
ტიპი: ღონისძიება
შალვა მიხეილის ძე თაქთაქიშვილი 1922 წელს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სამთო ინჟინერმა მარგოლიუსმა სამთო მმართველობის მინდობილობით გლდანის ხეობაში გეოლოგიური კვლევა აწარმოვა ოქროს მადნის აღმოსაჩენად.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ნიკოლოზ ვაჩნაძე სამხედრო პირი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წელს სოლომონ კონსტანტინეს ძე ზალდასტანიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1971
ტიპი: ღონისძიება
1971 წელს სერგო ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1974
ტიპი: ღონისძიება
1974 წელს ოთარ ვასილის ძე თაქთაქიშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1951
ტიპი: ღონისძიება
1951 წელს ოთარ ვასილის ძე თაქთაქიშვილი სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 2 მაისის „დროების“ ცნობით, ანა ჭავჭავაძისამ თელავის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლის მზრუნველის თანამდებობა დატოვა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 2 მაისის „დროების“ ცნობით, ალ. ქოჩაქიძე თელავის მაზრაში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს არტისტული თეატრი „ტარტოს“ დასი მსახიობ ნიროვს მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავად იუბილეს გადაუხდიდა. დაიდგმებოდა პიესა „კრეჩინსკის ქორწინება“, რომელშიც იუბილარი ითამაშებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომეხთა ეროვნულმა საბჭომ დაადგინა, გიორგი მიხეილის ძე თუმანოვის ხსოვნის აღსანიშნავად გვირგვინების ყიდვის ნაცვლად 10 000 მანეთი ღარიბ მოწაფეთა სასარგებლოდ გადაედოთ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ინჟინერმა ბოგატინმა გახსნა სასწავლო ხელსაწყოთა ქარხანა (მეჟევოის ქ. N24), სადაც ამზადებდნენ სხვადასხვა სასწავლო ხელსაწყოს, მაგალითად, გლობუსებს, ადამიანის ჩონჩხს და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გორის სამაზრო ერობამ შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს (მინისტრი ნოე რამიშვილი) წინაშე, რათა მთავრობას ნება დაერთო მათთვის 10 მილიონიანი საობლიგაციო სესხის გამოშვებაზე. სესხი უნდა განაღდებულიყო თვით მაზრაში წვრილი ერთეულების დახმარებით. ერობას სესხი სხვადასხვა საჭიროებისთვის უნდა გამოეყენებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გზათა მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება საქართველოს სამხედრო გზაზე გზის საფარის შესაკეთებლად 657 891 მან. 91 კაპ. გადადების შესახებ. დადგინდა, მიეღოთ და სათანადო დეკრეტი წარდგენოდა დამფუძნებელ კრებას დასკვნისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე დადგინდა, რომ ახალციხე-არტაანს შორის ტელეგრაფის მავთულის გასაყვანად საჭირო 326 000 მან. გადადების შესახებ მოხსენება დასკვნისათვის უნდა გადასცემოდა სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს და ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე დადგინდა, მიეღოთ მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება სატყეო განყოფილების ხარჯთაღრიცხვის კრედიტების გაზრდის შესახებ და დამფუძნებელ კრებას წარდგენოდა შესაბამისი დეკრეტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე დაადგინეს, სომხეთის დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად მთავრობის წარმომადგენლებად დაენიშნათ საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე.

