საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80199

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 2 მაისის „დროების“ ცნობით, ანა ჭავჭავაძისამ თელავის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლის მზრუნველის თანამდებობა დატოვა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 2 მაისის „დროების“ ცნობით, ალ. ქოჩაქიძე თელავის მაზრაში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს არტისტული თეატრი „ტარტოს“ დასი მსახიობ ნიროვს მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავად იუბილეს გადაუხდიდა. დაიდგმებოდა პიესა „კრეჩინსკის ქორწინება“, რომელშიც იუბილარი ითამაშებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომეხთა ეროვნულმა საბჭომ დაადგინა, გიორგი მიხეილის ძე თუმანოვის ხსოვნის აღსანიშნავად გვირგვინების ყიდვის ნაცვლად 10 000 მანეთი ღარიბ მოწაფეთა სასარგებლოდ გადაედოთ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ინჟინერმა ბოგატინმა გახსნა სასწავლო ხელსაწყოთა ქარხანა (მეჟევოის ქ. N24), სადაც ამზადებდნენ სხვადასხვა სასწავლო ხელსაწყოს, მაგალითად, გლობუსებს, ადამიანის ჩონჩხს და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გორის სამაზრო ერობამ შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს (მინისტრი ნოე რამიშვილი) წინაშე, რათა მთავრობას ნება დაერთო მათთვის 10 მილიონიანი საობლიგაციო სესხის გამოშვებაზე. სესხი უნდა განაღდებულიყო თვით მაზრაში წვრილი ერთეულების დახმარებით. ერობას სესხი სხვადასხვა საჭიროებისთვის უნდა გამოეყენებინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გზათა მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება საქართველოს სამხედრო გზაზე გზის საფარის შესაკეთებლად 657 891 მან. 91 კაპ. გადადების შესახებ. დადგინდა, მიეღოთ და სათანადო დეკრეტი წარდგენოდა დამფუძნებელ კრებას დასკვნისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე დადგინდა, რომ ახალციხე-არტაანს შორის ტელეგრაფის მავთულის გასაყვანად საჭირო 326 000 მან. გადადების შესახებ მოხსენება დასკვნისათვის უნდა გადასცემოდა სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს და ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე დადგინდა, მიეღოთ მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება სატყეო განყოფილების ხარჯთაღრიცხვის კრედიტების გაზრდის შესახებ და დამფუძნებელ კრებას წარდგენოდა შესაბამისი დეკრეტი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე დადგინდა, სომხეთის დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად მთავრობის წარმომადგენლებად დანიშნულიყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს, ღამით, თელავში ყვარლის გვარდიელებმა ცნობილი ყაჩაღი არჩილ ზეკურიშვილი მოკლეს, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან გაქცეული იყო თელავის საპყრობილედან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ილიკო საკანდელიძე აცხადებდა, რომ ჰყიდდა სამოსახლო ადგილს საბურთალოზე, მისამართი: პირველი თუმანოვის ქუჩა N8.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გზათა დეპარტამენტის (დირექტორი ბესარიონ ჭიჭინაძე) განცხადება ტყიბულის ქვანახშირის გასაღების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სომხეთის დამოუკიდებლობის ცნობის გამო პარლამენტში საზეიმო სხდომა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე ავეტიქ სააკიანი სიტყვით გამოვიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს აგაბექოვი სომხეთის პარლამენტის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მენახორიანი სომხეთის პარლამენტის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ლეონ შანტი სომხეთის პარლამენტის წევრი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „აზერბაიჯანის ნოტა სომხეთისადმი“, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფატალი ხან ხოისკიმ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს გაუგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოდან სომხეთში ჩასვლისას ალექსანდრე ხატისოვს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები - გრესი და კურტი შეხვდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს, კვირას, ქართული კლუბის თეატრის დარბაზში კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს თავმჯდომარეობით გაიმართა მორწმუნეთა საზოგადოების მორიგი კრება, რომელსაც ბევრი ხალხი დაესწრო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს სიმონ ვრაციანი სომხეთის პარლამენტის წევრი იყო.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქ თბილისში მეოთხე რაიონის კომისარმა და მისმა თანაშემწემ ქურდების დაჯგუფების წევრები: მამადი ჯაფარა მამედ-ოღლი, მირჰუსეინ მირ მამედ-ოღლი, ასამ მამედ-ოღლი, მამედ ალი ალაჰკარ-ოღლი, მამედ მახმუდ-ოღლი, ჰუსეინ აბას-ოღლი, აბას კული ალაჰკერ-ოღლი, აბასა კაფარ-ოღლი, სისაკ ჩაჩიანცი, სოინა ალი-ოღლი და ერვანდ ბაღიროვი დააპატიმრეს და პირველ საგუბერნიო ციხეში მოათავსეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 მაისის „დროების“ ცნობით, პეტრე მელიქიშვილი თბილისში ჩავიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 1-ელი მაისის „დროების“ ცნობით, ივანე სულხანოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმს სოფ. ტირძნისთან გზის კეთების დროს აღმოჩენილი ძველებური შუბის ნატეხები შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 1-ელი მაისის „დროების“ ცნობით, სამეგრელოს ეპისკოპოსი ბესარიონი თბილისში ჩამოვიდა.