რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მარტს გიორგი მაზნიაშვილი ჩაქვში ჩასვლას გეგმავდა. მან არჩილ ფურცელაძისა და სერგო კარგარეთელის მეთაურობით თავი მოუყარა პარტიზან ფედერალისტებს და შექმნა რაზმი, რომელსაც ოსმალებისთვის სამტრედიიდან უნდა შეეტია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მარტს ნოე ჟორდანიამ გიორგი მაზნიაშვილს დაავალა, სადგურ ნატანებში წასულიყო და ოსმალებისთვის მდინარე ჩოლოქის გადმოლახვაში ხელი შეეშალა. იგი მაზნიაშვილს დაჰპირდა, რომ საჭირო ძალებს მიაშველებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მარტს გიორგი მაზნიაშვილმა სამტრედიაში მიიღო ცნობა, რომ ბათუმი ოსმალებს ჩაბარდა. მე-4 ქვეითმა ლეგიონმა თავისი ნებით მიატოვა პოზიციები და ოზურგეთისკენ გაიქცა. მე-2 ქართული ლეგიონი, რომელიც ბათუმის აღმოსავლეთით იდგა, მშვიდობით გავიდა ქალაქიდან და სადგურ ქობულეთთან დაბანაკდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მარტს, 15 საათზე აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტსა და მინისტრ რამიშვილს, რომელშიც ატყობინებს, რომ ვეჰიბ-ფაშამ გადაჭრით უარყო ბრძანების შეცვლა და დაჟინებით მოითხოვს პორტების გათავისუფლებას. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 მარტს, ტრაპიზონის მოლაპარაკებაზე, რაუფ ორბეიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიამ მიიღო ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება თურქეთი მოლაპარაკებაში ჩართავს მოკავშირეებს, რათა ამიერკავკასიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
ფოთის სასწავლებლის გამგე გ. ჩხაიძემ შეადგინა იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილის ხუთი წლის ნამსახურეობის ანგარიში: 1917 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ამირანაშვილს 200 მანეთი ეკუთვნოდა. 1918 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე კი – 720 მანეთი. სულ 920 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს სამტრედიის სადგურიდან ბათუმის ფრონტისაკენ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით სამი ეშელონი დაიძრა. მაზნიაშვილს იმედი ჰქონდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან დაეხმარებოდნენ და ოზურგეთის მაზრაში ჯარისკაცების მობილიზებას შეძლებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს გიორგი მაზნიაშვილის თაოსნობით სამტრედიიდან ბათუმისაკენ მიმავალ სამ ეშელონს ნატანებში ჯავშნიანი მატარებელი შეუერთდა. მაზნიაშვილმა იქ შეიტყო, რომ მე-4 ქართული ლეგიონის უფროსი პოლკოვნიკი ს. წერეთელი ოზურგეთში აკავებდა თავისივე ლეგიონიდან გამოქცეულ ჯარისკაცებს და ხელახლა ადგენდა ლეგიონს, ხოლო მე-2 ქვეითი ლეგიონის უფროსი ფარნაოზ ყარალაშვილი ბათუმიდან წამოვიდა და ქობულეთში დაბანაკდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი აპრილიდან ივანე მასლოვი გზათა სამინისტროს შიკრიკად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 6 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ელისაბედ მამფორია 1909 წელს დაარსებული კულაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გაფრინდაშვილი 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაური, საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, თელავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე დეკანოზიშვილი, სასულიერო სემინარიის განათლებით, თელავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართულის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ კახის ქალთა სკოლის მასწავლებელს სოფიო ყულოშვილს 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრის შემდეგ 400 მანეთი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ ალიბეგლოს ქალთა სკოლის მასწავლებელს სოფიო ჯაოშვილს 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრიდან 400 მანეთი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ ქოთუქლოს ქალთა სკოლის მასწავლებელს ქეთ. ბაჩალიაშვილს ხელფასის სახით 1050 მანეთი უნდა მისცემოდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ მუშაბას ქალთა სკოლის მასწავლებელს პალადი ჯაოშვილს ხელფასის სახით 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრიდან 400 მანეთი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ ყორაღანის ქალთა სკოლის მასწავლებელს ნინო ყულუშვილს ხელფასის სახით 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრიდან 400 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აპრილში თბილისიდან ქუთაისში შემდეგი დეპეშა მოვიდა, რომ სეიმის და მთავრობის სხდომაზე, რომელიც 9 საათიდან ღამის 2 საათამდე გაგრძელდა, გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, დამარცხდა გეგეჭკორის მთავრობა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მთავრობა გადადგა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის აპრილში ბოლშევიკებმა პარტიული სამუშაოებისთვის თბილისიდან დუშეთში გაგზავნეს თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური და ბუხაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს ბათუმიდან სამტრედიისკენ მიმავალი ეშელონის შემადგენლობა: არჩილ ფურცელაძის 90-კაციანი პარტიზანული რაზმი და 4 ტყვიამფრქვევი, ვასილ კარგარეთელის ბატარეა და 6 ზარბაზანი, შორაპნის მუშათა 84-კაციანი რაზმი ინჟინერ კუკური ხუნდაძის ხელმძღვანელობით.

