საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს ალექსი (ევსევი) ილინსკი იყო საქართველოს ეგზარქოსი.

1869

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 22 ნოემბერს არტემ სტეფანეს ძე ფირალოვმა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე წაიკითხა მოხსენება ამიერკავკასიაში ქსოვის საქმის გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებათა შესახებ.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1869 წლის 26 ნოემბერს დაიბადა მარჯორი სკოტ უორდროპი.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ბარბარე ქობულოვის არქივში შემონახული მარიამ ბატონიშვილის ლექსები „საქმროსთან ორი შაირი“ და „ყაბართოს იყო მზე“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 29 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი სრულიად რუსეთის ხელთ-საქმარების გამოფენის შესახებ, სადაც ქართული ექსპონატები გენერალ-მაიორ ალექსანდრე მურავიოვს უნდა წარედგინა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ქალაქისთავად აირჩიეს თავადი იასონ თუმანოვი.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ბუზები“.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წლის 4 დეკემბერს გაზეთი „დროება“ წერდა ახალი, არომატული ჩაის შესახებ, რომელიც ქუთაისში, ქალანთაროვის მაღაზიებში, იყიდებოდა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი გიორგი წერეთლის ნარკვევისა „რუსეთისკენ მგზავრობა. ვოლგაზე და დონზე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 4 დეკემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოსაცემად მზადდებოდა რაფიელ ისარლიშვილის მიერ შედგენილი 1970 წლის „სინოპტიკური კალენდარი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ვარსკვლავს“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელი ბლაღოჩინის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის წერილი „ორიოდე სიტყვა“ დახრუკვის, იგივე დაკუტების, დაავადებაზე, რომელიც, ავტორის დაკვირვებით, უმეტესად ქმარშვილიან ქალებს ემართებოდათ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა არისტო ქუთათელაძის წერილი „ფოთიდან მოსკოვამდი“ საქართველოდან რუსეთში საზღვაო და სახმელეთო გზით მოგზაურობის შესახებ.

1869

ტიპი: გარდაცვალება

1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კერძო განცხადება, რომელიც განსვენებული ქაიხოსრო თეთრაძის მემკვიდრეებს მოუწოდებდა, რწმუნებულ დ. ჩუბინოვისთვის წარედგინათ საბუთები სამემკვიდრეო თანხის, 70 თუმნის, მისაღებად.

1869

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „კინტოური სიმღერა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ კილოკავაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა კირილე ლორთქიფანიძის წერილი „ორიოდე სიტყვა უფ. იაკ. გოგებაშვილისგან შედგენილ ხელთმძღვანელოზედ“, რომელშიც ავტორი ერთმანეთს ადარებს იაკობ გოგებაშვილის, პლატონ იოსელიანისა და პეტრე უმიკაშვილის ანბანის სწავლების მეთოდებს.

1869

ტიპი: ღონისძიება

1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კერძოობითი განცხადება, რომელიც განსვენებული ქაიხოსრო თეთრაძის მემკვიდრეებს მოუწოდებდა, რწმუნებულ დ. ჩუბინოვისთვის წარედგინათ საბუთები სამემკვიდრეო თანხის, 70 თუმნის მისაღებად.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „სიმღერა ბედნიერისა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ბერძენოვის, პეტრე უმიკაშვილისა და გიორგი წერეთლის ერთობლივი წერილი „ძველის წიგნების გამოცემაზე“, რომელშიც საუბარია იშვიათი ქართული წიგნების ახლებური გამოცემის პროექტზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „დროების“ თანახმად, იშვიათი ქართული წიგნების ახლებური გამოცემის პროექტს გრიგოლ ორბელიანი ხელმძღვანელობდა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „დროების“ თანახმად, იშვიათი ქართული წიგნების ახლებური გამოცემის პროექტისთვის საჭირო სახსრების მოძიება გრიგოლ ორბელიანმა პლატონ იოსელიანს დაავალა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ფოსტის ქუჩაზე, სემინარიის პირდაპირ, ზუბალაშვილების სახლში ი. ივანოვის ბიბლიოთეკა-სამკითხველო გაიხსნა. ბიბლიოთეკა ფასიანი იყო და დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობდა.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-იან წლებში დავით მელიქიშვილი რუსეთში, ნეჟნიგოროდის დრაგუნთა პოლკში მოხალისე ჯარისკაცად ჩაეწერა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით მელიქიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ბიძის, ლევან მელიქიშვილის მსგავსად, სამხედრო კარიერის შექმნა გადაწყვიტა.