რეგისტრირებული ფაქტები87097
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 22 ნოემბერს თბილისის სასწავლებელთა გამგე-კომისიამ გიორგი ნატრაძე ქალაქის სასწავლებლებში გალობის მეორე მასწავლებლად დანიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 ნოემბერს ავჭალის სახალხო სამკითხველოში დაიდგა გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „დაქცეულ ოჯახს".
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისში ჩამოსულმა სამხედრო სასწავლებლის პედაგოგიური მუზეუმის დირექტორმა გ. მ. მაკაროვმა კადეტთა კორპუსი დაათვალიერა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა ახალგაზრდა მსახიობ ტასო აბაშიძის საბენეფისო სპექტაკლი, წარმოადგინეს ალექსანდრე ცაგარლის მიერ თარგმნილი სამმოქმედებიანი კომედია „სანატრელ ცოლს".
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილმა დიდი ღვაწლი გასწია უმაღლესი სასწავლებლების დასაარსებლად თბილისში.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-იან წლებში გიორგი თუმანიშვილი საურთიერთო ნდობის საზოგადოების დირექტორად აირჩიეს.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-90-იან წლებში თბილისის სომეხთა საზოგადოებამ გიორგი თუმანიშვილი ქალაქის ხმოსნად აირჩია.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს გიორგი თუმანიშვილმა დააარსა გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“, რომელთანაც თანამშრომლობდნენ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ზდანოვიჩი, გიორგი ლასხიშვილი, აკადემიკოსი ივანე თარხნიშვილი, ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვ.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-80 წლებში გიორგი თუმანიშვილი ქართული თეატრის პირველი მუდმივი დასის ხელმძღვანელი და რეჟისორი იყო.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში გიორგი თუმანიშვილმა პეტრე უმიკაშვილთან, ალექსანდრე სარაჯიშვილსა და ბესარიონ ღოღობერიძესთან ერთად დააფუძნა ამხანაგობა, რომელსაც მიზნად ჰქონდა ქართველ მწერალთა თხზულებების გამოცემა.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა სასამართლო უწყებაში დაიწყო სამსახური.

