საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87097

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი საგლეხო რეფორმების განხორციელებისთვის მუშაობდა.

1920

ტიპი: სახელი

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილის ფსევდონიმი ბირთველისძე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“ და გაზეთ „კავკაზთან“.

1854

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1854 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი დაიბადა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მწერალი მიხეილ თუმანიშვილი გიორგი თუმანიშვილის მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორ ანასტასია თუმანიშვილის ძმა იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე გიორგი ერისთავის მიერ სოხუმიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 მაისის „დროებაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე ვახტანგ ორბელიანის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე თამადად რაფიელ ერისთავი აირჩიეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 მაისის „დროებაში“ ხეთის ფოსტის ზედამხედველ მიხეილ ანტონოვის შესახებ პედაგოგ ფარნაოზ ფიჩხავას წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, ფარნაოზ ფიჩხავა ხეთის სკოლის პედაგოგი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის12 მაისს ლეჩხუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობას მიიღებდნენ: დესპინე შარვაშიძე, ნინა ერისთავი-გელოვანისა, ოსანა გელოვანისა, ვარლამ დავითის ძე გაბიჩვაძე, ბარბარე გამრეკელი და სხვ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 1-ელი მაისის „დროებაში“ დაბეჭდილ წერილში მოსე ნათაძემ სკოლისთვის გამართულ საქველმოქმედო სპექტაკლში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა პელაგია მიქელაძეს, დ. გაბაშვილისას, ეკატერინე ტახტაჯიანცისას, ა. სურგულაძისას, იულია ჩხეიძისას, ალექსანდრე ნიჟარაძეს, პლატონ ღლონტს, სოსიკო ყიფიანს, ლ. კარენიანცს, ი. გვარამაძეს, კ. ცაგარელსა და ლევან მჭედლიშვილს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი მაისის „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანიშვილის სტატია „ძველი ქართული ოჯახი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატია ჩვენი ხალხური „სიმღერის გამო“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 მაისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ტატიშვილს ქართული ანბანის სხვადასხვანაირად მორთვა ჰქონდა გეგმაში.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის აპრილში ავალიანი, სოფ. საჭილაოს პოლიციის ბოქაული იყო.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 23 აპრილს, საჭილაოში მცხოვრები ყარამან გრიგოლია გარდაიცვალა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 მაისის „დროების“ ცნობით, 6 მაისს კონსტანტინე მამაცაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ვაზას“ ბაღში გაიმართებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

დავით სუმბათაშვილის განცხადებით, 1885 წლის 6 მაისს თბილისის თავადაზნაურთა გუბერნიის კრება გაიმართებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 აპრილის „დროებაში“ გიორგი ჩოჩიშვილის სტატია „ალღუზიანის“ შესახებ დაიბეჭდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალ-მარტში გიორგი მაზნიაშვილი ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში თბილისის ფრონტს ხელმძღვანელობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი თბილისის გარნიზონის უფროსი იყო.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.