საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87097

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორი და შავი ზღვის სანაპიროს მეთაური იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში გიორგი ლომკაცი კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში მონაწილეობდა.

1997

ტიპი: თანამდებობა

1997 წელს ოთარ დავითის ძე ლორთქიფანიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იყო.

1942

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვიქტორ ლომიძე II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წელს გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ვიქტორ ლომიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1928

ტიპი: ორგანიზაცია

1928-1932 წლებში ვიქტორ ლომიძე პარიზში იუნკერთა კავშირის წევრი იყო.

2001

ტიპი: პირადი ინფორმაცია

2001 წელს ოთარ დავითის ძე ლორთქიფანიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 2 დეკემბერს საქართველოს ყოფილი ეგზარქოსი ფლაბიანე ხარკოვში გაემგზავრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამიერკავკასიის სამთო სამმართველოს უფროსი შოსტაკი სოფელ გლდანში წავიდა იქ აღმოჩენილი ოქროს მადნის გამოსაკვლევად.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 მაისის „დროების“ ცნობით, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა „ვეფხისტყაოსნის“ ოპერად გადაკეთება განიზრახა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 მაისის „დროებაში“ სეიდ ბოგატირევის წერილი დაიბეჭდა, რომლითაც ხაშურში მცხოვრებ ჯიხვაძისა და თომაძის დაპირისპირების ამბავს აღწერდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 მაისს აკლიმატიზაციურ ბაღში ვიქტორ გეევსკიმ დამსწრე საზოგადოებას დაწვრილებით აუხსნა თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ გოგირდი მცენარეების შესაწამლად.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 8 მაისს ესტატე მჭედლიძე მოკლეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 მაისის „დროებაში“ ესტატე მჭედლიძის მკვლელობის ამბავი დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი კადეტების (კონსტიტუციური დემოკრატები, ლიბერალური ბურჟუაზიის პარტია რუსეთში) მთავარი კომიტეტის წევრი იყო. ის ხშირად იწვევდა პარტიის ლიდერებს ლექციების წასაკითხად.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი პოლიტიკური მრწამსით კონსტიტუციური დემოკრატი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“ და გაზეთ „კავკაზთან“.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1941 წელს რევაზ ილიას ძე ლაღიძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1940

ტიპი: გარდაცვალება

1940 წელს გიორგი ტარასის ძე მამალაძე კატინში დახვრიტეს.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს გიორგი ტარასის ძე მამალაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილი ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდა.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1937 წლებში ნიკოლოზ მათიკაშვილი პარიზში ჟურნალ „მხედრის“ თანამშრომელი იყო.