რეგისტრირებული ფაქტები87091
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 მაისის „დროების“ ცნობით, ივანე მუხრანბატონს მისალოცი წერილი ალმასხან ნიჟარაძემ, ვარლამ ერისთავმა, კონსტანტინე წულუკიძემ და ალექსანდრე ბაგრატიონმა გაუგზავნეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას დაესწრნენ ავადმყოფ ოლღა ჭავჭავაძის მზრუნველები: რუსუდან მელიქიშვილისა, შალიკაშვილისა და ექიმი მიხეილ გედევანიშვილი. კრებამ იმსჯელა ოლღას მოვლა-პატრონობის შესახებ, გაითვალისწინეს, რომ მცირე დახმარებით (200 მანეთი ბანკიდან და 300 საზოგადოებიდან) შეუძლებელი იყო არსებობა, ამიტომ 2 000 მანეთამდე გაზარდეს. გამგეობამ საქმის მეთვალყურეობა საზოგადოების მხრიდან პეტრე სურგულაძეს მიანდო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მაისის „დროებაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართული ნადიმის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს სასამართლო სენატში უნდა განეხილათ გიგო, ივანე, მიხეილ და პარმენ აფხაიძეების საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 17-18 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადასტურებული იყო ქუთაისის საგუბერნიო სამმართველოს 1918 წლის 13 ივლისის დადგენილება აფხაიძეების მამულის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს სასამართლო სენატში უნდა განეხილათ ეკატერინე ოდიშარია-ჩაჩავას საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადასტურებული იყო ქუთაისის საგუბერნიო სამმართველოს 1915 წლის 3-4 აგვისტოს დადგენილება ჩაჩავას მამულის შესახებ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 24 ივლისს ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1923 წელს თამარ სიმონის ასული გოგოლაშვილი-პაპავა, აკაკი პაპავას მეუღლე, პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922 წელს აკაკი ამბაკოს ძე პაპავა პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს გიორგი იასონის ძე ოდიშელიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რომან ოვექსიანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის სატრანსპორტო განყოფილების უფროსი იყო.
1981
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1981 წელს იოსებ ელიოზის ძე ნონეშვილი (გარდაცვალების შემდეგ) შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1981
ტიპი: ღონისძიება
1981 წელს იოსებ ელიოზის ძე ნონეშვილი (გარდაცვალების შემდეგ) შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 17 ნოემბერს იაპონიის ქვეშევრდომი გეოლოგი ს. ოტცუკი, კავკასიაში ნავთის წარმოების საქმის შესასწავლად გამოგზავნილი, თბილისიდან ბათუმში წავიდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ივანე ჯაიანი ქუთაისის ბანკის დირექტორად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს სასამართლო სენატში უნდა განეხილათ მიწათმოქმედების სამინისტროს ქუთაისის განყოფილების იურისკონსულტანტის, ნაფიცი ვექილის, გიორგი კაპანაძის საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1919 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შეჩერებული იყო შორაპნის სამაზრო ერობის მიწის მიმღები კომისიის განკარგულება აბდუშელიშვილების მამულის შესახებ სოფელ ბჟინევში.

