რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრ ვასილ ღლონტის თხოვნა მისთვის სესხად 178 მანეთისა და 68 კაპიკის მიცემის შესახებ. ეს თანხა მას ბათუმის სკოლის ორი მასწავლებლის ალექსანდრე მგელაძისა და ანასტასია ლომინაძის ხელფასისთვის სჭირდებოდა. ოსმალთა მიერ ბათუმის დაპყრობის შემდეგ მათ ოთხი თვე ანაზღაურება არ მიუღიათ. გამგეობამ გადაწყვიტა ბათუმის განყოფილებისთვის ვასილ ღლონტის პასუხისმგებლობით სესხად 178 მანეთი და 68 კაპიკი მიეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრის ვასილ ღლონტის თხოვნა, ორი მასწავლებლისთვის ოთხი თვის ანაზღაურება მიეცათ. ამისათვის ის ითხოვდა სესხს 1786 მანეთსა და 68 კაპიკს. გამგეობამ მისი თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე გზათა კომისიის შემადგენლობაში ნიკო ნიკოლაძის ნაცვლად შალვა ამირეჯიბი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. პრეზიდიუმის წევრებიდან ესწტრბოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია. მდივანი – დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გსაქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სარედაქციო კომისიის შემადგენლობაში გრიგოლ ვეშაპელის ნაცვლად შალვა ამირეჯიბი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო კომისიას გიორგი გვაზავას ნაცვლად გერონტი ქიქოძე დაემატა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით დამფუძნებელ კომისიას სპირიდონ კედიას ნაცვლად გრიგოლ ვეშაპელი დაემატა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ კომისიის შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, გამოიცა ბრძანება საქართველოს რესპუბლიკის დაწესებულებებში ნაციონალიზაციის გატარების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, გზათა სამინისტროსთან საავტომობილო განყოფილების დაარსების კანონპროექტი გადაეცა გზათა და საფინანსო კომისიებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი სახელმწიფო თანხიდან იუსტიციის მინისტრისთვის 125300 მანეთის კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაეცა იურიდიულ და საფინანსო კომისიებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ფოთის ხიდის აშენების კანონპროექტი გადაეცა საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს კანონი საგუბერნიო-საგლეხო საქმეთა საკრებულო და მომრიგებელ შუამავალთა ინსტიტუტის გაუქმების შესახებ. საბჭომ უცვლელად დაამტკიცა კანონის საბოლოო რედაქცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე რაჟდენ არსენიძემ კომისიის წევრებს განუმარტა საგუბერნიო-საგლეხო საქმეთა საკრებულო და მომრიგებელ შუამავალთა ინსტიტუტის გაუქმების შესახებ კანონის ფარგლებში კომისიის მიერ მიღებული ცვლილებები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს კანონის საბოლოო რედაქცია მინისტრების, მინისტრების ამხანაგების, საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მიიღეს კანონის საბოლოო რედაქცია მინისტრების, მინისტრების ამხანაგების, საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს კანონის საბოლოო რედაქცია სახელმწიფო თანხიდან ეროვნული საბჭოს წარმომადგენლების გასამრჯელოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და დაამტკიცეს კანონის საბოლოო რედაქცია მთავრობის კანცელარიის შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე რაფიელ ივანიცკიმ საბჭოს თავმჯდომარის პირადი მდივნის ხელფასად ათასი მანეთის განსაზღვრა მოითხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი, იოსებ აბაკელია) თავმჯდომარის პირადი მდივნის თვიურ ანაზღაურებად 750 მანეთი განისაზღვრა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, დაადგინეს მთავრობის კანცელარიის შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის პროექტში ნავარაუდევი ხარჯის ოდენობა სტენოგრაფისტების დასაქირავებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კვესტორის უფროს თანაშემწეს განესაზღვრა ხელფასი 450 მანეთი, უმცროს თანაშემწეს – 400 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, დაწესდა ბიბლიოთეკარის თანამდებობა და მას განესაზღვრა ანაზღაურება თვეში 600 მანეთის ოდენობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, წევრებმა მიიღეს კანონის შორაპნის მაზნის შავ ქვაზე საფუთო გადასახადის გაზრდის შესახებ და გადასცეს სარედაქციო კომისიას საბოლოო რედაქციისთვის.

