რეგისტრირებული ფაქტები80262
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: თანამდებობა
1899-1917 წლებში ლეონტი ანდრიას ძე იაკობაშვილი მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894-1902 წლებში სპირიდონ პეტრეს ძე ბრეგვაძე მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893-94 წლებში ლავრენტი მაქსიმეს ძე დევიძე მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1899
ტიპი: გარდაცვალება
1899 წლის 8 მაისს მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი გერონტი ელისეს (ვლასის) ძე ჭიჭინაძე გარდაიცვალა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს პარმენ ალექსანდრეს ძე გოთუა გაზეთ „Новая речь“-ის რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის იანვარში, რუსეთში ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი საქართველოში დაბრუნდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 ივნისის „დროების“ ცნობით, ს. დვალს ონის გამსესხებელ-შემნხაველთა ამხანაგობის თანხის უკანონოდ დახარჯვაში სდებდნენ ბრალს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 ივნისის „დროების“ ცნობით, ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობა კონსტანტინე ყიფიანის შრომითა და ძალისხმევით ისევ ფუნქციონირებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ივნისს ქუთაისის საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებას ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი, დიმიტრი ყიფიანი და ადგილობრივი ინტელიგენცია დაესწრო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ივნისს ქუთაისში ესტატე მჭედლიძის პანაშვიდს გაბრიელ ეპისკოპოსი დაესწრო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ივნისს კოტე მესხი ქუთაისში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 ივნისის დროების ცნობით, მიხეილ ნასიძეს „დედა-ენის“ მსგავსი საყმაწვილო წიგნის გამოცემა სურდა, რომლის სახელწოდება „სამშობლო ენა“ იქნებოდა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ 13 იანვარს თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, გარდაიცვალა ქართველი ფარმაცევტი ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი, რომელიც ცნობილი იყო არა მხოლოდ ფარმაციაში, არამედ ქართულ მწერლობაშიც.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენების თანახმად, მთავრობამ დაადგინა, ქალაქთა კავშირსა და კოოპერატივთა ცენტრალურ კავშირს სესხად მისცემოდა 15 მილიონი მანეთი ხუთი წლის ვადით 31/2 პროცენტით სამრეწველო თანხიდან.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენება სავაჭრო და სამრეწველო დაწესებულებების რევიზიის შესახებ და დაადგინა, მიეცათ უფლება მინისტრისთვის იმ წარმოებათა რევიზიის, რომელთაც სახელმწიფო დახმარება მიეცათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბაქოში ბეგების მეთაურობით რვა ათასი ცხენოსანი ბოლშევიკებს მათ მიერ მოწყობილი „ძარცვის კვირის“ გამო აუჯანყდა. სხვა ადგილას აჯანყდა ორათასიანი რაზმი, რომელსაც მეთაურობდა რუსეთის არმიის ოფიცრად ნამყოფი აღლაროვი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვრის გაზეთი „საქართველო“ გაზეთ „ბათუმის ეხოზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ბათუმის ოლქის საგანგებო რწმუნებულმა გრიგოლ გიორგაძემ მთავრობას თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმი კონსტანტინე გრძელიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე მდებარე გერმანული ეკლესიის მოპირდაპირე შენობაში იღებდა.