რეგისტრირებული ფაქტები92137
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით დაინიშნა დევნილთა და სხვა ტიპის განყოფილებაში ალექსანდრე ვასილის ძე მელიკ-ალახვერდოვი საქმეთამწარმოებელად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით დაინიშნა დევნილთა და სხვა ტიპის განყოფილებაში ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხან-პაპიანი საქმეთმწარმოებლის დამხმარედ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანებით ჯარისკაცთა განყოფილებაში ექსპედიტორ-საქმეთამწარმოებელი ფარსადან ივანეს ძე მელიკ-პარსადანოვი დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით, გიორგი გიორგის ძე ილაშვილი დაინიშნა ხეიბარ სამხედროთა განყოფილების უფროსად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით ვლადიმერ პავლეს ძე კრასოვსკი დაინიშნა ხეიბარ სამხედროთა განყოფილების საქმეთმწარმოებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით ვლადიმერ ვიკენეევის ძე კოზელლი განყოფილების უფროსად დაინიშნა დევნილთა და სხვა ტიპის განყოფილებაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა სამთო ინჟინერი არტემინ ოვაკიმეს ძე აგაბაბოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა მინისტრის საქმეთმწარმოებელი 12 მაისიდან გაგერინ კამსაროვიჩის ძე ტერ-დავიდცი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა არმენაკ არტემის ძე კანაზოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა ნიკოლაი ევსეევის ძე სევერენკო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა ჯარისკაცთა განყოფილების მიმართულებით გაგერინ არტემის ძე პაპოვიანცი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა ჯარისკაცთა განყოფილების ხელმძღვანელი 15 მაისიდან ნაზარეთ ივანეს ძე დოხიკოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოსკოვში საქართველოს ეროვნული საბჭოს რწმუნებულად დაინიშნა გაბრიელ ხუნდაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ დავით ვაჩნაძე, შალვა მესხიშვილი, შალვა მიქელაძე და სამსონ ფირცხალავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე და გიორგი ლასხიშვილი; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ყველა სექციის გამგე მიიწვიეს 20 მაისის კომიტეტის სხდომაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
ოლქის უფროსის, ინჟინერ გიორგი თუმანოვის ბრძანებით, სამეურნეო ნაწილის გადამწერი ანა არეშიძე მოსამსახურეთა სიიდან ამოშალეს 1918 წლის 20 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ გადასვლის გამო.
1918
ტიპი: თანამდებობა
საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებული ვლადიმერ დორმანი 1918 წელს თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ქიმიას ასწავლიდა. მისი წლიური შემოსავალი 660 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ევგენი მიხეილის ძე კარგარეთელი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ბუნებისმეტყველებას, საქონელთმრეწველობას და მეტყველების ტექნოლოგიას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ეპარქიული სასწავლებელის კურსდამთავრებული ბარბარე გიორგის ასული ამბრიევა-ხვედელიანი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში რუსულ ენას, არითმეტიკას და კალიგრაფიას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ერმან დამსარის ძე ტერ-დავიდიანცი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში რუსულ ენას, არითმეტიკას და კალიგრაფიას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებული ანა კემულარის ასული ჟვანია 1918 წელს თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1917-1918 სასწავლო წელს ვაჭარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ივანე გაბრიელის ძე ძიძიშვილი თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1917-1918 სასწავლო წელს ვაჭარი ალექსანდრე სემიონის ძე ლორთქიფანიძე თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1917-18 სასწავლო წელს ექიმი სერგეი ალექსანდრეს ძე რედკო თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

