რეგისტრირებული ფაქტები89485
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის სექტემბერში რკინიგზის მოსამსახურეთა ყრილობაზე გზათა მინისტრი ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძე დამსწრეებს მთავრობის სახელით მიესალმა, აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი სურსათის საკითხის მოწესრიგება იყო და იმედი გამოთქვა, რომ კრიზისის თავიდან ასაცილებლად ახლო მომავალში ყუბანის ოლქიდან პურსა და სურსათს შემოიტანდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის სექტემბრამდე კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის სექტემბერში ვლადიმერ ჯიბლაძე გაგრის ფრონტზე სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის სექტემბერში გაგრის ფრონტზე ჯარის ნაწილები სახალხო გვარდიამ შეცვალა. ვალერიან თევზაძე სახალხო გვარდიის შტაბში დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 2 სექტემბრის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ლუკიანე გიორგის ძე ხარაძე თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 სექტემბერს გზათა სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების უფროსმა ინჟინერმა ა. ი.ვეისმა სამინისტროს ეგზეკუტორ ივანე ზაქარიას ძე ბერიევს სთხოვა, 20 სექტემბერს ხელფასის გაცემის დროს თანამშრომლებისთვის ბრეზენტის ფული (არშინზე სამი რუბლი) დაეკავებინა და სალიკვიდაციო განყოფილებისთვის გაეგზავნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით მიხეილ მიხეილის ძე ხრისტოლუბოვი თბილისის „ახალი სკოლის" გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 სექტემბერს მარიამ ლევანის ასულმა პატრიაშვილმა თბილისის რეალურ გიმნაზიას შვილის, ვერო ვლადიმერის ასული პატიაშვილის მესამე კლასში ჩარიცხვა სთხოვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 სექტემბრის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებლად დამტკიცდა.

