რეგისტრირებული ფაქტები87059
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სოფელ ერკეთის სახალხო სამკითხველოს ფული შესწირეს ქიშვარდი ივანეს ძე თოდრიამ, იგორ ს. თოდრიამ, ნ. კეკელიძემ, ფრიდონ შარაშიძემ, კ. მგალობლიშვილმა, ვლ. შარაშიძემ, ალ. კალანდაძემ.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ბესარიონ სვიმონის ძე კლდიაშვილი ნახშირღელის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851 წელს ბესარიონ სვიმონის ძე კლდიაშვილი ნახშირღელის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1861
ტიპი: გარდაცვალება
1861 წლის 15 მაისს ნახშირღელის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ სვიმონის ძე კლდიაშვილი გარდაიცვალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 18 თებერვალს ქართულ თეატრში გამართულ იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესა „დანაშაული და სასჯელი“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს ქართულ თეატრში გამართულ მარო მდივანის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესები „შურისძიების ღმერთი“ და „დრამატული გამგეობის წევრი“.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილმა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისის თეატრში დაიწყო მუშაობა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი ქუთაისიდან თბილისში, ქართული დრამატული საზოგადოების დასში, გადავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საუფლისწულო უწყების სარდაფის მმართველი გოგოლ-იანოვსკი უწყების სამმართველოს განკარგულებით საუკეთესო სისტემის სეტყვის ზარბაზნების (მარტირები) სანახავად ლიონში, სეტყვის წინააღმდეგ მებრძოლთა კრებაზე, გაემგზავრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ნოემბერს გამართულ სიფხიზლის საზოგადოების ახალი გამგეობის პირველ სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს – ლ. ი. მღებროვი, თავმჯდომარის ამხანაგად – ვ. მ.თუმანოვი, ხაზინადრად – ა. ბ. ევანგულოვი, მდივნად – ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვი. გამგეობამ დაადგინა, ქალაქის ცენტრალურ ადგილას გაეხსნათ საჩაიე სამკითხველოთი, რისთვისაც ქალაქის მმართველობისგან ითხოვდნენ ადგილს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 11 ივლისს გიორგი სალუქვაძე დაკითხეს ოზურგეთის პოლიუტბიუროში. მან უარყო კავშირი იროდი ხომერიკთან, ასევე ცნობა პარტიაში ვანო ცომაიას საქმიანობის შესახებ.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-59 წლებში გიორგი გაბრიელის ძე გოგიტაძე ნოღის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

