რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ალექსეი ეისნერმა წერილობით აღწერა ხობის მონასტრის ხატების ჩარჩოები, ასევე გადაიღო ეკლესიაში შენახული ლიპარიტიან-დადიანების 14 სურათის ასლი. არასათანადო პირობებში შენახული შესამოსელის გამო კი საყვედური გამოთქვა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წელს თავად-აზნაურთა ბანკის საზაფხულო ბაღში მდებარე ბუფეტი გიორგი სხირტლაძეს ეკუთვნოდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 27 აგვისტოს, ნაშუადღევს, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ეზოში მდებარე ფანტანში გიორგი სხირტლაძის 11 წლის დისწული დაიხრჩო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ივანე ნიკოლაძის მემკვიდრეთა მაღაზიაში, ყველაფერი იაფად იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის წარმოდგენა 14 ივნისისთვის გადაიდო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროებაში“ ივანე როსტომაშვილის მიერ გახსნილი თელავის საქალებო სკოლის შემოსავლის ანგარიში დაიბეჭდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ა. ტერ-აკოფოვი თელავის საქალებო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, მონასტირცევი თელავის საქალებო სასწავლებელში მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილმა თელავში საქალებო სკოლა გახსნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისში მცხოვრებ სომხურ საზოგადოებას გრიგოლ არწრუნის გაზეთ „მშაკის“ გამოცემის აღდგენა სურდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს, დიდმოწამე შუშანიკის ხსენების დღეს, მეტეხის ტაძარში ლოცვა ეპისკოპოსმა ლეონიდ ოქროპირიძემ წაიკითხა, პარაკლისი კი ეგზარხოსმა ფლაბიანემ გადაიხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 სექტემბერს თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი ბორჯომიდან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ბორჯომს ეწვია.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოფიცერი ალფრედ დრეიფუსი გაასამართლეს. მას ბრალს ქვეყნის ღალატსა და ჯაშუშობაში სდებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალფრედ დრეიფუსის ბრალეულობას საფრანგეთის სამხედრო მინისტრი განიხილავდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტი ფელიქს ფორი ჟაკ კავენიაკს სთხოვდა, რომ სამხედრო მინისტრის თანამდებობა არ მიეტოვებინა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გენერალი ემილ ცურლინდენი საფრანგეთის სამხედრო მინისტრი გახდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საფრანგეთის სამხედრო მინისტრმა ჟაკ კავენიაკმა თანამდებობა დატოვა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანი თბილისში გადმოსახლდა და ჟურნალ „არძაგანქის“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ამიერკავკასიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი სამსახურებრივი საქმის გამო პეტერბურგში გაემგზავრა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი კონტროლიორი ნ. ვ. ვლადიმიროვი და ფინანსთა საბჭოს წევრი ა. ს. ტრიროგოვი.