საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87059

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 ოქტომბერს სენაკის ადგილობრივი ეკლესიის გალავანში ტრაგიკულად დაღუპული ტაია დავითის ძე ჩაჩიბაიას დაკრძალვა იყო დაგეგმილი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 ოქტომბერს, დილის ათ საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ქვემო-ჭალაში ტრაგიკულად დაღუპული დავით ალექსანდრეს ძე ეგაძის ნახევარი წლის წირვისა და პანაშვიდის გადახდა იყო დაგეგმილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 1918 წლის 6 ოქტომბერს, დილის 12 საათზე თბილისის ქართულ-გერმანულ საზოგადოებაში (ფრეილინის ქ. N 11) გაიმართებოდა თილო ფონ ვესტერნჰაგენის ლექცია. მოხსენება ომიანობის პირობებში ევროპის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ომის შემდგომ პერიოდში კავკასიის მნიშვნელობას ეხებოდა. ლექციას ერთვოდა ბუნდოვანი სურათები. მოხსენების დასრულების შემდეგ იქნებოდა დისკუსია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ წერს, რომ სამხედრო მინისტრის მოხსენების საფუძველზე მთავრობამ დაადგინა, კავკასიის ლაშქრის ზურგს უკან მყოფი სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარის, გენ. კლიშევსკისა და მისი მდივნის, ნემიროვსკისთვის ათმილიონიანი ფონდიდან სალიკვიდაციო შემწეობად ათას-ათასი მანეთი მიეცა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ სამხედრო-საველე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი ალექსი მორბენაძის სიკვდილით დასჯის სამუდამო პატიმრობით შეიცვალის შესახებ წერდა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ წერდა, რომ ონიდან სახალხო რაზმის მთავარ შტაბს ბოლშევიკების მეთაურის, ნოე ლეჟავას შეპყრობის შესახებ შეატყობინეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 ოქტომბერს პარტიზანულმა პოლკმა ზუგდიდის ტაძარში კაპიტან არჩილ საყვარელიძის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს მთელი პარტიზანული პოლკი, ზუგდიდის სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კომიტეტის წევრები, ადგილობრივი მებრძოლი რაზმი და ზუგდიდის მაცხოვრებლები დაესწრნენ.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბერს მეცისა და სტრასბურგის აღების შესახებ ყალბი ინფორმაციის გამოაქვეყნებისათვის საგანგებო რაზმმა საღამოს დეპეშების „ვეჩერნი კურიერის“ რედაქტორი დაშოიანი დააპატიმრა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბერს საგანგებო რაზმის უფროსის თანაშემწემ არ. ნ. მილოვის ბინა გაჩხრიკა და ოთხი თოფი აღმოაჩინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნესტორ მაღალაშვილის წერილი „ქართული ლეგიონის ისტორიიდან“ (I ნაწილი).

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ნიკო ყავრიშვილს სარძეო ფერმა ჰქონდა მანგლისთან, სოფელ მოხისში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, საღამოს 8 საათზე დანიშნული იყო დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის კრება, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ვეშაპელი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ცალკე წიგნად დაიბეჭდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ნაციონალ-დემოკრატიული პარტია“, რომელიც იყიდებოდა 15 შაურად „კლდის“ კანტორაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, დაიბეჭდა დავით ვაჩნაძის ნაწერი „მუდმივი ჯარი თუ სახალხო მილიცია“, რომელიც „კლდის“ კანტორაში 15 შაურად იყიდებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, საქართველოში მყოფმა გერმანელმა ოფიცრებმა დეპეშით სთხოვეს იმპერატორ ვილჰელმს, რომ ისინი დასავლეთის ასპარეზზე გაეგზავნა. იმპერატორმა გამოუგზავნა საპასუხო დეპეშა, რომლითაც მადლობას უცხადებდა და აუწყებდა, რომ დასავლეთის ასპარეზზე მდგომარეობა უცვლელია და ისინი საჭირო არ არიან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელმა ბერლინში ხელშეკრულება დადო, რომლის ძალითაც საქართველო-გერმანიას შორის წყალქვეშ უნდა გაკეთდეს ტელეგრაფის მავთული ფოთიდან კონსტანცამდე და შემდეგ სტამბოლამდე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, პროფესორი სოლომონ ზაქარიას ძე ქურდიანი საქართველოს რესპუბლიკის ტყეთა ინსპექტორად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ბარნაბა გამსახურდიას წერილი „რევოლუცია იყო თუ ანარქია? (დასასრული)“

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯავახიშვილის პუბლიცისტური წერილი „შეუდარებელი ქვეყანა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ივანე ციციშვილის წერილი „მეურნეთა და მიწის მესაკუთრეთა შეკავშირება“.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს თავადაზნაურთა ყოფილი მარშალი, თავადი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, მისი ძმა დავით ბაგრატიონი და კიდევ სამი მემამულე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამოქვეყნდა მეთაური წერილი „გერმანია და საქართველო“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით ვაჩნაძის წერილი „პური და ფქვილი საქართველოს ჯარს“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „სოციალ-დემოკრატია და მიწის საკითხი (დასასრული დ. ონიაშვილის პასუხისა)“.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებელი საგუბერნიო ციხეში მივიდა კალენიკე გოგიბერიძის დასაკითხად, მაგრამ ის ციხეში არ აღმოჩნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, გოგიბერიძე გაათავისუფლეს საბრალმდებლო ნაწილის ნებართვის გარეშე.