რეგისტრირებული ფაქტები90135
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. თუმანოვის აზრით, ფაქტი, რომ ჟორდანიამ თავისი მოხსენება წაიკითხა კერძო დაწესებულებაში და არა საქართველოს ეროვნულ საბჭოში, მეტყველებდა იმაზე, რომ მოხსენებაში ჩამოყალიბებული პრინციპები თვითონ მომხსენებლის პირადი შეხედულებების შედეგი იყო მხოლოდ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი არაკჩიევი იყო მუსიკის თეორეტიკოსი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი იყო ეროვნული საბჭოს წევრი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში მუსიკის თეორიის კლასისთვის მოწვეული იყო დიმიტრი არაკჩიევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 15 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში იმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომლის ახალი დადგმა ეკუთვნოდა ნ. ლ. ლევიცკის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ილია სოლომონის ძე აბაშიძე იყო ვიოლონჩელისტი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ა. ნ. კარაევი იყო მევიოლინე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში მოწვეულები იყვნენ სიმღერის კლასის პედაგოგები: გ. ი. კირილოვა, ა. ი. ჯაყელი და რ. ნ. პოლიაევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლონჩელის კლასით მოწვეული იყო პედაგოგი ილია სოლომონის ძე აბაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოს კლასით მოწვეული იყვნენ პედაგოგები: ი. ი. ფიშბერგი, ა. ნ. კარაევი და თ. ს. კაცი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ნიკოლაი ნიკოლაევი პიანისტი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე იყო ეროვნული საბჭოს წევრი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, რუსულმა ეროვნულმა საბჭომ იშუამდგომლა საქართველოს სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინაშე. შუამდგომლობა ეხებოდა თბილისში რუსული განყოფილების გახსნას ან მიხეილის სახალხო სარკინიგზო სასწავლებელში მისაღები გამოცდების რუსულ ენაზე ჩაბარების შესაძლებლობას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ილია აბაშიძე იყო ხელოვნების მუშაკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ილია სოლომონის ძე აბაშიძე ქართული სახალხო ოპერის რეპერტუარის განახლებას გეგმავდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თავისუფალი მხატვარი ილია (ილიკო) სოლომონის ძე აბაშიძე ქართული სახალხო ოპერის ორგანიზაციას შეუდგა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრმა ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძემ მთავრობისგან მოითხოვა 100 000 რუბლი კანცელარიის შესანახად სექტემბერში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ჯვარიშეიშვილი იყო ბათუმის გიმნაზიის დირექტორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი იყო მიხეილის გიმნაზიის დირექტორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ევგენი ალექსანდრეს ძე ჭოღოშვილი იყო ერევნის გიმნაზიის დირექტორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბათუმის გიმნაზიის დირექტორი ა. ჯვარიშეიშვილი დაინიშნა გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილის გიმნაზიის დირექტორი ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი დაინიშნა მეხუთე ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ერევნის გიმნაზიის დირექტორი ევგენი ალექსანდრეს ძე ჭოღოშვილი ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

