რეგისტრირებული ფაქტები87050
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის პოლიტექნიკუმის საქმე ივან ანოპოვის საქართველოში დაბრუნებისთანავე უნდა გადაწყვეტილიყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის სექტემბერში ივან ანოპოვი სახალხო განათლების სამინისტროს სამრეწველო სასწავლებელთა განყოფილების მმართველი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თედო სახოკიამ დანიელ მორდოვცევის ისტორიული რომანი ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდად თარგმნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის სექტემბერში დანიელ მორდოვცევის ისტორიული რომანი „აფხაზეთის ცხოვრებიდან“ ჟურნალ „მოამბეში“ უნდა დაებეჭდათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოგრატ მირაქაშვილი სტამბოლიდან თბილისში დაბრუნდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველი კათოლიკე სოგრატ მირაქაშვილი მეაბრეშუმე იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველ სხდომაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ არჩიეს სპირიდონ კედია, თავმჯდომარის მოადგილეებად − გრიგოლ ვეშაპელი და ალექსანდრე ასათიანი, პასუხისმგებელ მდივნად − რაფიელ ინგილო, მდივნის თანაშემწედ − მთავარი კომიტეტის წევრი ელისე პატარიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აირჩიეს ბიურო, რომელიც შედგებოდა 9 წევრისგან: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, რაფიელ ინგილო, შალვა ქარუმიძე, კოტე აფხაზი. ერთი წევრის არჩევა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა სახალხო განათლების მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის მოხსენება ამიერკავკასიის უნივერსიტეტის მოსამსახურეთათვის სალიკვიდაციო ჯილდოს მიცემისა და სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარალელური კურსების დაარსების შესახებ. დადგინდა, გაეღოთ საჭირო თანხები. მინისტრს მიეცა წინადადება, რომ დამფუძნებელ კრებაში შეეტანა სათანადო პროექტი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 30 იანვარს ცენტრო-ბანკში, ქართულ-გერმანულ საზოგადოებაში კ. ჰაანი წაიკითხავდა მოხსენებას „სავაჭრო მიმოსვლის გზები ძველად საქართველოში“. დასწრება თავისუფალი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე წაიკითხეს სერგი დანელიას თეზისები ტაქტიკის შესახებ, ვინაიდან ის თავად თბილისში არ იმყოფებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სოხუმის კომიტეტის თავმჯდომარე ჯოტო შერვაშიძემ კომიტეტს ყოველწლიურად ნახევარი მილიონი მანეთი აღუთქვა სოხუმში პარტიული გაზეთის გამოსაცემად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 იანვარს, 8 საათზე, მიხეილის სახ. საავადმყოფოს დარბაზში დაგეგმილი იყო ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადო კრება. მედიცინის დოქტორი მოსე კალანდარიშვილი წაიკითხავდა მოხსენებას „საზოგადო ქირურგიის ქართული ტერმინოლოგია“.

