საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87050

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რუსეთ-სპარსეთის ნავთის მომპოვებელთა ამხანაგობამ (რეპენტომ) თავდაცვის ფონდს შესწირა 10 მილიონი მანეთი, ამავე საზოგადოების თავმჯდომარე აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიამ − ათი მილიონი, გამგეობის წევრებმა: გრიგოლ კონსტანტინეს ალშიბაიამ − ერთი მილიონი, იოსებ იულონის დადიანმა და სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილმა − თითოეულმა ორას ორმოცდაათი ათასი მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს, საღამოს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს ეკონომიური ვითარების შესახებ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ისიდორე მაჭარაშვილი სოფელ ალის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს აკაკი ტყეშელაშვილი ჭიათურას წარმოდგენის გამართვის მიზნით ესტუმრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ისიდორე მაჭარაშვილმა სოფელ ალის სახელგანთქმული მკითხავი მამასახლისს დაატუსაღებინა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 27 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გრიგოლ დადიანის ლექსები – „ჩემს ძ. კ.“ და „ნამარნევის მონასტრის მსხემი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „მოგონება“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 3 ივლისს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა იმ საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც იმერეთის მხარეში ოლღა თეოდორეს ასულ რომანოვას მიერ ქუთაისში დაარსებული ქალთა უფასო სასწავლებლის მხარდასაჭერად იმართებოდა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 17 იანვარს ტიციან ტაბიძემ ჟანგო ღოღობერიძეს წერილი გაუგზავნა გაზეთში გამოსაქვეყნებლად, რომელშიც წერდა, გაზეთის გამოსვლის წინ „დროულის“ რედაქტორმა მთხოვა, სერგეი ესენინზე წერილი დამეწერა, რაზეც უარი ვუთხარიო.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წელს კოლაუ ნადირაძემ შალვა ჩარკვიანს მისწერა, ქუთაისში გამოგივლი და ოჩამჩირეში ერთად წავიდეთო.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 იანვარს ზაქარია ჭიჭინაძემ რაჟდენ გვეტაძეს მისწერა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართველი სპარსელების შესახებ შეხვედრების გამართვას აპირებდა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 იანვარს ზაქარია ჭიჭინაძემ რაჟდენ გვეტაძეს მისწერა, ავადმყოფობის გამო შენთან მოსვლა ვერ მოვახერხეო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 22 თებერვალს, რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით, ბარონი ფონ დერ ოსტენ-საკენი დაინიშნა ქუთაისის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 29 ივნისს გაბრიელ ეპისკოპოსის განკარგულებით ოზურგეთისა და გურიის სხვა ეპარქიების ტაძრებში გადაიხადეს ყურძნის უხვი მოსავლისთვის მიძღვნილი პარაკლისი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში ეკატერინე გაბაშვილის თაოსნობით გაიმართა „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატიის „მორის მეტერლინკი და თეატრი“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „გაზაფხულის პირი“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კათოლიკე სოგრატ მირაქაშვილი მეაბრეშუმე იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვარს, საღამოს, არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს ეკონომიური ვითარების შესახებ.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ამიერკავკასიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი პეტერბურგში გაემგზავრა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 20 ნოემბერს ახლად დანიშნული სამხედრო გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი ქუთაისში ჩავიდა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-86 წლებში გრიგოლ გიორგის ძე ჯუღელი რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს სპირიდონ ბესარიონის ძე მიქიაშვილი სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-17 წლებში სპირიდონ ოქროპირის ძე გოგსაძე რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1913

ტიპი: გარდაცვალება

1913 წლის პირველ თებერვალს რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ გიორგის ძე გოგსაძე გარდაიცვალა.