რეგისტრირებული ფაქტები87045
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1814
ტიპი: თანამდებობა
1814 წელს ბესარიონ სიმონის ძე მიქიაშვილი სადემეტრეოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1845
ტიპი: თანამდებობა
1845 წელს მარკოზ მათეს ძე წიქარიძე (წიქორიძე) სადემეტრეოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1810
ტიპი: თანამდებობა
1810 წელს მარკოზ მათეს ძე წიქარიძე (წიქორიძე) სადემეტრეოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1854
ტიპი: გარდაცვალება
1854 წელს ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვმა ციხეში ერთი კვირა გაატარა და ციხიდან გამოსვლიდან ორ დღეში გარდაიცვალა.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წელს ქართული თეატრის დირექტორმა გიორგი ერისთავმა თანამდებობა დატოვა და მის ადგილზე ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი დაინიშნა.
1850
ტიპი: ღონისძიება
1850 წელს ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი ახალდაარსებული თეატრის მსახიობთა შორის ჩაეწერა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი ნაფიც მსაჯულთა მამასახლისის როლს ასრულებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ ილია ზურაბიშვილი მსაჯულთა თავმჯდომარის როლს ასრულებდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 11 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომაზე ალ. კოზლოვი ხაზინადრად აირჩიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს ქართულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა წარმოადგინა ავქსენტი ცაგარლის მიერ თარგმნილი ლენიერის 5-მოქმედებიანი მელოდრამა „ორი ობოლი".
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა მმართველი ი. ს. ბეკი დაბრუნდა სიღნაღის მაზრიდან, სადაც რუსეთიდან გადმოსახლებულთა საქმეების გამო იყო ჩასული.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს მარგანეცის მრეწველთა საბჭოს კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი საბჭოს საქმეების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს ქართულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა წარმოადგინა ლენიერის 5-მოქმედებიანი მელოდრამა „ორი ობოლი“ მარია მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის მონაწილეობით.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 11 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომის მდივნად აირჩიეს ს. გ. კაპანაკოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტმა სამინისტროს რწმუნებულ იაკობ მედვედევს კავკასიის ყველა ჯიშის ქერის კოლექციის შედგენა და კომიტეტში გაგზავნა სთხოვა.

