რეგისტრირებული ფაქტები91197
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საგზაო ინჟინრებმა ალექსანდრე ვასილის ძე ადრიანოვმა და გრიგორ ვასილის ძე შერმაზანოვმა საინჟინრო კურსების გახსნის მოთხოვნით მიმართეს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 8 სექტემბერს ქალაქ ფოთში გარდაიცვალა ბარბარე ივანეს ასული ბოძიევა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 სექტემბერს ბაზრის ტერიტორიაზე 12 ათასი მანეთი მოპარეს თურქეთის არმიის ოფიცერ რაჯილ-ბეკს. მძარცველთაგან აკოფოვი და პორუჩიკი სტ. სტეპანიანცი დაიჭირეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 სექტემებრს ბაზარში გაუძარცვავთ თურქეთის არმიის ოფიცერი რაჯილ-ბეკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილ განცხადებაში ბარბარე ალექსანდრეს ასული ვაჩნაძე, ელენე ალექსანდრეს ასული მიხაილოვა, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე და გრიგოლ ალექსანდრეს ძე ფავლენოვები იუწყებოდნენ, რომ მათი დის, სოფიო ალექსანდრეს ასული ბუჩქიევას პანაშვიდი 8 სექტემბერს გაიმართებოდა ანჩისხატის ეკლესიაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის წითელი ჯვრის საზოგადოების დამფუძნებელ კრებაზე, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართებოდა. გადამწყვეტი ხმის უფლებით ისარგებლებდნენ მხოლოდ ის პირები, ვინც წლიურ საწევრო გადასახადს შეიტანდა ა. ხუციშვილთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ 8 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის წითელი ჯვრის დამფუძნებელ კრებაზე მოხსენებით გამოვიდოდა მიხეილ ოთარის ძე ზანდუკელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი. დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი მსხვილფეხა საქონლის ჭირის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი თანხის გამოყოფის შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით მღვდელი ზაქარია ცინცაძე ფოთის ქალთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, მოსკოვის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის ფააკულტეტის კურსდამთავრებული ნინო იოსების ასული ლორთქიფანიძე სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის რუსული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ივლიტა ფარსადანის ასული ნაკაშიძისა თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის უმცროსი მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით სწავლების გაეროვნების გამო ქუთაისის რეალური სასწავლებლის ისტორიის მასწავლებელი იოსებ ჩესტნოვი შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ქუთაისის რეალური სასწავლებლის მათემატიკის პედაგოგი არმენაკ ოვაკიმ-მურადოვი სწავლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ქუთაისის რეალური სასწავლებლის გერმანული ენის პედაგოგი ნიკოლოზ ლებედევი სწავლების გაეროვნების გამო შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, სწავლების გაეროვნების გამო ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის მასწავლებელი ნატა გერასიმეს ასული ბარანნიკი შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით სწავლების გაეროვნების გორის ქალთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი ფელიცატა ივანეს ასული კორენევა შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით, გორის ქალთა გიმნაზიის კლასის დამრიგებელი ნინო ივანეს ასული ამირეჯიბისა სწავლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით ვლადიმერ ხიზანიშვილი გორის ქალთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის ყოფილი პედაგოგი გრიგოლ კონსტანტინეს ძე ონიკაშვილი გორის ქალთა გიმნაზიის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს 9 სექტემბრის N 872 შუამდგომლობის პასუხად აცნობეს, რომ 1918-1919 სასწავლო წლისთვის ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძე გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 სექტემბრის განათლების მინისტრის N43 ბრძანებით, კიევის კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი აბაშის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება თელავის გიმნაზიის არაქართველი მოწაფეების შესახებ. დადგინდა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყველა საშუალო სასწავლებელი შემოსავლით შეენახათ, ასევე თელავში მცხოვრები არაქართველი მოქალაქეებისთვის მიეცათ ცალკე გიმნაზიის გახსნის ნება, თუ თავისი საშუალება არ ეყოფოდათ, დახმარების შესახებ საკითხი შემდეგში განეხილათ. სხდომის ჩანაწერს ხელს აწერს საქმის მწარმოებელი კ.აბაშიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 სექტემბრიდან თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე ბოგოიავლენსკი იმავე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N 45 ბრძანებით, ამიერკავკასიის სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაციის დასრულების გამო კანცელარიის გამგე ალექსი მაქსიმეს ძე ტარანოვი სამსახაურიდან დაითხოვეს.

