რეგისტრირებული ფაქტები87043
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ოქტომბერს თბილისის რეალური სასწავლებლის მოსწავლე ბორის ბეჟანოვი განათლების სამინისტრომ ევგენია ბეჟანოვას თხოვნის საფუძველზე სწავლის ქირისგან გაათავისუფლა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ ათანასე ნიკიფორეს ძე დობროვოლსკის თხოვნით სწავლის ქირისგან გაათავისუფლა თბილისის რეალური სასწავლებლის მეხუთე კლასის მოსწავლეები, პეტრე და გაბრიელ დობროვოლსკები.
1918
ტიპი: ღონისძიება
გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით, მინისტრის მდივანსა და მთავარი პარკის ლიკვიდაციის რწმუნებულ იოსებ მაჭავარიანს ბრძანების გამოსვლიდან ერთ კვირაში გზათა სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების გასაუქმებლად ყველა ზომისთვის უნდა მიემართათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
თელავის სომხური გიმნაზიის დირექტორს 1918 წლის 30 ოქტომბრის N3, 4, 8, 9, 10 შუამდგომლობის პასუხს სწერენ გიმნაზიაში ანა ანდრიას ასული კაკულიას, ზინაიდა ფილიფეს ასული ტროცკის, მარიამ არტემის ასული ლუარსაბიანის, ვერა ფილიპეს ასული გოზნიაკის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ. ასევე, ნინო ბეგლარის ასული ხითაროვის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარედ და მასწავლებლად დამტკიცების შესახებ სასწავლებელში. სამინისტროს კანცელარია აცნობებს, რომ საჭიროა ყველა პირის დოკუმენტების წარდგენა სამინისტროში. ხელს აწერენ: კანცელარიის დირექტორის ნაცვლად მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი კ. აბაშიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის, გ. ლასხიშვილის 1918 წლის 30 ოქტომბრის მოხსენებაში ლიხაურის, ხევის, ამაღლების (გურია) და თამაკონის (სამეგრელო) უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლებისთვის ერთდროული დახმარების შესახებ ნათქვამია, რომ თითოეულს წლიურად სჭირდება 32-42 ათას მანეთამდე, მაგრამ რადგან ხაზინას ამდენის გაღება არ შეუძლია, ნაწილი მაინც უნდა დაფაროს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N69 ბრძანებით მღვდელი სმირნოვი თბილისის რეალური სასწავლებლის საღვთო სჯულის თავისუფლ დაქირავებულ პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N69 ბრძანებით მართა მარტინის ასული ოდაბაშინი თბილისის ქალთა მესამე გინაზიის უმცროსი მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 69 ბრძანებით აიკანუშ მინასის ასული სოგომონიანცი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N70 ბრძანებით ფრანც ფრანცის ძე პავლატა ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 62 ბრძანებით პეტრე ივანეს ძე დრეიმანსი ლანჩხუთის გიმნაზიაში გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით ელისაბედ ღოღობერიძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N72 ბრძანებით გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედგაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N72 ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგი ანდრია მიხეილის ძე როზოვი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ოქტომბერს განათლების სამინისტროდან სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორ ა. დ. დევიძეს მისწერეს, რომ 1-ლი ოქტომბრიდან სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გიორგი გიორგიძე მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
დირექტორმა ჭანტურიშვილმა 1918 წლის 31 ოქტომბერს გაგზავნილ დეპეშაში გზათა მინისტრს სთხოვა, სამინისტროს დირექტორთა დადგენილების თანახმად, არა უგვიანეს 2 ნოემბრისა, წარედგინათ ცნობები სიძვირის გამო დახმარების რაოდენობის გასარკვევად, თუ რამდენი მოსამსახურე ითვლებოდა სამინისტროში, რომელი კანონით და რა ხელფასი ეძლეოდათ მათ და რა დამატებითი ხელფასები მიიღეს უკანასკნელ დროს. დეპეშა მიიღო ჯაფარიძემ; გადასცა იაშვილმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება – დახმარებოდნენ გენერალ მიშლაევსკის. სხდომამ გადაწყვიტა ერთდჯერადი დახმარების სახით მისთვის 5 000 მანეთი მიეცათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის გზათა სამინისტროს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საქონლის გაცვლა-გამოცვლის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი აფხაზის მოხსენება კომიტეტის წევრ დავით მდივნის შესახებ და დაადგინეს, მისი კომიტეტის წევრობის საკითხი წესდების მიხედვით გადაწყვეტილიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს შრომის მინისტრის, ნოე ხომერიკის, მოხსენება ინვალიდი მუშების შესახებ და დაადგინეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს იმ მუშა-მოსამსახურეთა დახმარება, რომელთაც არც შრომის უნარი აქვთ და არც ცხოვრების რაიმე სახსარი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 31 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მოხსენება დაპატიმრებული მემამულეების ბაგრატოვან-დავიდოვის, ამირეჯიბის, ჯავახიშვილისა და სხვათა შესახებ და დაადგინეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენდოს, თვითონ გადაწყვიტოს, როგორ დასაჯონ ისინი დანაშაულის მიხედვით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ბერლინიდან ჯერ არ მოსულა პასუხი გერმანელთა ჯარის საქართველოში დატოვებაზე, რომლის თხოვნით მიმართეს გენერალ ფონ კრესს, მიუხედავად იმისა, რომ მან ორი დეპეშა გაგზავნა ბერლინში. ჯარი კი ყოველდღე გასაგზავნად მზადდება და ერთი ნაწილი უკვე ფოთში გაიგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 18 გამოქვეყნდა ცნობა პოეტ საფო მგელაძის ავადმყოფობის შესახებ, რომელსაც სერიოზული მოვლა სჭირდებოდა, ამის საშუალება კი მას არ ჰქონდა, რადგან მისი ქონების ნაწილი თათრებმა ააოხრეს, ხოლო ნაწილი ქართულმა ჯარმა სოფელ ნასაკირალში, სადაც შტაბი იყო განთავსებული.

