რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე სათადარიგო მსაჯულებად აირჩიეს: ილ. რაზმაძე და თამარა ასლანიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ჯარისკაცი ნიკიფორე დოლიძე, რომელიც სამხედრო სკოლის ნაცვალთა ბატარეაში მსახურობდა, აზერბაიჯანის ფრონტზე გაიწვიეს და მას შემდეგ არაფერია მასზე ცნობილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ბახმაროს საზ. „ჯანმრთელობის“ გამგეობა შეუდგა თადარიგს. ბახმარო სამინისტრომ კურორტად ცნო, ამიტომ იქ გამოკვლევებისთვის იგზავნება ექიმი ცეცხლაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივნისს ხონში სამუსიკო საზოგადოების ადგილობრივმა ფილიალმა გამართა ვოკალურ-ინსტრუმენტული საღამო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მელიტონ კუხიანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 ივლისის „ერთობის“ საშუალებით სოფელ კოტიანეთის სამკითხველოს გამგეობამ მადლობა გადაუხადა ფოთის სანაოსნო სანაპიროს მუშებს, რომლებმაც გარდაცვლილი ამხანაგის, ბიქტორ ჭუბაბრიას სახელზე სამკითხველოს 3 000 მანეთი შესწირეს, აგრეთვე შემდეგ პირებს: კალისტრატე მაჯალაძეს, ნესტორ ლეჟავას, დონია სიჭინავას, მიხეილ გოგიას, ვარლამ ცეკვაშვილს, სალომე მანჯგალაძისას, ძმებ მიხა და პლატონ კილასონიებს, რომლებსაც 12 ვერსზე სამკითხველოს ჟურნალ-გაზეთები უფასოდ დაჰქონდათ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 13 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ბრიტანეთის მმართველობის განკარგულებით მაიორმა შევკეტ ნორმანმა ბათუმის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება შეწყვიტა. ქალაქისთავის მოვალეობის შესრულებას შეუდგა რ. ჯავახოვი.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 3 ივლისს ბაღ „მერცხალში“ რევოლვერიდან გასროლისთვის დაპატიმრეს ქართველ მუსლიმანთა დივიზიონის კაპიტანი ფირალოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის შრომის კომისარი ქელბაქიანი ბათუმის შრომის განყოფილების საქმეების ინგლისის სარდლობისგან მისაღებად ბათუმში გაემგზავრა. ასევე გაემგზავრნენ რესპუბლიკის ნავსადგურების სამმართველოს უფროსი ინჟინერი მამაცაშვილი და შარაგზების სამმართველოს წარმომადგენელი ანდრონიკაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ წერდა, რომ საქართველოს ეროვნული გალერეის დირექტორი, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე ეროვნული გალერეისთვის სურათების შესაძენად ათვალიერებდა უცხოელ და ადგილობრივ ხელოვანთა კერძო სამხატვრო გალერეებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ საღამოს, სახალხო კინო-თეატრში (მადათოვის ქ., ალექსანდროვის ბაღის პირდაპირ) გაიმართება მეორე საბავშვო საღამო ი. მ. სუნდუკიანცის ხელმძღვანელობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს მუსტაფა ჩიმურ-ოღლიმ და მუჰამედ აღა ქერქაძემ აკაკი ჩხენკელს დეპეშით აცნობეს, რომ 12 ივლისს ართვინში გიორგი ანჯაფარიძეს 28 სოფლის წარმომადგენლები შეხვდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი გაემგზავრა ჭიათურაში, სადაც 17-ში უნდა წაეკითხა საჯარო მოხსენება, მეორე დღეს კი მოხსენებით გამოსულიყო ზესტაფონსა და ქუთაისში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ გორის მაზრაში მიწისძვრისგან დაზარალებულთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაკო ხოფერიამ მთავრობის საგანგებო კომიტეტს გადასცა სოჭსა და სოფ. ლაზარევკაში შეგროვებული 136. 822 მან.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 26 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „12 ოქტომბერი“, რომელშიც ავტორი ლაპარაკობს ქალთა მოძრაობაზე, ქალების ჩართულობაზე და ამბობს, რომ პოეტი და ბელეტრისტი ქალებისგან არ მიუღია კალმით დახმარება, გარდა საფო მგელაძისა და მარიამ გარიყულისა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N26 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავდა ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას. ის ახსენებდა ბ. შომეტს, რომლის „ქათინაურებმა ვერ დააცხრეს მებრძოლი გულისცემა მისი თანამედროვე ქალებისა“, ასევე ფრანგ ფილოსოფოსს შატობრიანს, რომელიც მფარველად გამოუჩნდა ქალებს. ქალებმა დააარსეს თავიანთი კლუბები, ჟურნალ-გაზეთები, დაიწყეს პეტიციების გაგზავნა მეფესთან და კონვენტთან. კონვენტმა შეიმუშავა კოდექსი, რომელიც თანასწორ პირობებში აყენებდა ქალს და მამაკაცს, მაგრამ რევოლუციის უკუშედეგებმა და ნაპოლეონის ეპოქამ გარკვეულწილად ხელი შეუშალა თანასწორობის განვითარებას. დე სტალს აღწერილი ჰქონდა ნაპოლეონის მტრული განწყობილება განათლებული და ნიჭიერი ქალების მიმართ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული იოსებ გობეჩიას ცნობით, ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძეს პმავე წლის შემოდგომაზე პარიზში გამოფენა უნდა მოეწყოთ.