რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1916 წლის თებერვალში პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან იოსებ გრიშაშვილს წერილი გაუგზავნა, სთხოვდა, ალმანახ „ცისფერი ყანწების“ თითო ეგზემპლარი გაგზავნას შემდეგი გაზეთებისთვის: „სახალხო“, „თანამედროვე აზრი“, „Кавказская речь“ და „Закавказское слово“.
1913
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1913 წლის 1-ელ მაისს პაოლო იაშვილმა ვაჟა-ფშაველას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ჟურნალ „ოქროს ვერძთან“ თანამშრომლობას სთავაზობდა.
1913
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1913 წლის 3 მაისს პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს მისწერა, რომ „ოქროს ვერძის“ რედაქციაში მის გამოგზავნილ მასალას 8 მაისამდე ელოდნენ.
1913
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1913 წლის 1-ელ მაისს პაოლო იაშვილმა ვაჟა-ფშაველას მისწერა, რომ ჟურნალ „ოქროს ვერძში“ მისი ნაწარმოებების გამოქვეყნების შემთხვევაში ლექსის ერთ სტრიქონში ხუთ კაპიკს გადაუხდიდნენ, ხოლო მოთხრობების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ცალკე შეუთანხმდებოდნენ.
1913
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1913 წლის 1-ელ მაისს პაოლო იაშვილმა ვაჟა-ფშაველას წერილი გაუგზავნა, რომლითაც ატყობინებდა, რომ „ოქროს ვერძის” პირველი ნომერი 12 მაისს უნდა გამოსულიყო.
1914
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1914 წლის 29 იანვარს ტიციან ტაბიძემ გიორგი მუმლაძეს მოსკოვიდან წერილი გაუგზავნა და შალვა დადიანის მისამართის გაგებაში დახმარება სთხოვა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 28 სექტემბერს სანდრო ცირეკიძემ სერგო კლდიაშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც „მშვილდოსნის“ სრული ლიკვიდაცია და შედეგების გამოგზავნა სთხოვა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887-92 წლებში გიორგი ივანეს ძე მიქაძე სავანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-87 წლებში ტარას ალფეზის ძე ბაქრაძე სავანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1871
ტიპი: თანამდებობა
1871-82 წლებში ალექსი მათეს ძე ხახიშვილი სავანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს იოვანე ზურაბის ძე აბაშიძე სავანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1853
ტიპი: თანამდებობა
1853 წელს იოვანე ზურაბის ძე აბაშიძე სავანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის საბჭოს საფინანსო კომისიამ სტეფანოვსა და ისტამანოვთან ერთად დაათვალიერა ქალთა სიფილისური საავადმყოფო და დაადგინა, რომ საავადმყოფოს შენობის კაპიტალური რემონტი უსარგებლო იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. ნ. ოგანოვი ავლაბრის მესამე სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. არვანიტაკისა კუკიის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. ქეთევან მახათაძე ავლაბრის მეორე სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. სედოვი მამადავითის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. მარცინკევიჩი ვერის მესამე სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წელს ოქროპირ სვიმონის ძე ბებიაშვილი საზანოს მაცხოვრის ფერისცვალების (ალავიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.

