საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89466

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ოქტომბერში გიორგი თევდორეს ძე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართული იურიდიული საზოგადოების დამფუძნებელი კრების სხდომაზე დაამტკიცეს წესდება და გაიმართა არჩევნები, რომელზეც საზოგადოების თავმჯდომარედ დავით კვირკველია აირჩიეს, მის ამხანაგად – გ. ზ. ჩაჩიბაია, გამგეობის წევრებად – გიორგი ჟორდანია, ა. გ. ბებურიშვილი, ს. კ. მხეიძე, არტემ ახნაზაროვი და იოსებ ყიფშიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრები – ნოე რამიშვილი, გიორგი ჟურული, ივანე ლორთქიფანიძე, ნოე ხომერიკი, მოადგილეები – გერასიმე მახარაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, გიორგი ერაძე, ალექსანდრე მდივანი, გრიგოლ გველესიანი, გ. აბხაზი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, საქმეთა მმართველი სერგო ჯაფარიძე და მდივანი ვ. კანდელაკი. სხდომის ჟურნალის პირი, რომელსაც ხელს საქმეთა მმართველის მაგივრად გრიგოლ რობაქიძე აწერდა გაეგზავნა გზათა მინისტრს.

პირები
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება გერმანელთა ბანკის დაარსების შესახებ და დაადგინეს, რომ მინისტრს მიეცეს უფლება, იმ შემთხვევაში დაამტკიცოს გერმანია-კავკასიის ბანკის წესდება, თუ ის აკმაყოფილებს არსებული კანონისა და არსებული კომერციული ბანკების წესდებათა ფორმალურ მოთხოვნას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება საქართველოს რკინიგზების მოსამსახურეთა ორგანიზაციის ვალის გასტუმრების შესახებ და დაადგინეს, რომ ორგანიზაციისთვის პურის ვალში ერთი ვაგონი შაქარი მიეცათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ სერგო ჯაფარიძის მოხსენება სახელმწიფო გერბის შესახებ და მოიწონეს ხელოვნების კომისიის აზრი, რომ გერბზე გველეშაპი არ ყოფილიყო გამოსახული.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება მიხეილის საავადმყოფოსა და საბებიო ინსტიტუტის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ და დაადგინეს, უნივერსიტეტს უფლება მიეცეს, ისარგებლოს მიხეილის საავადმყოფოთი და საბებიო ინსტიტუტით, პროზექტურით, საფერშლო და საბებიო სკოლების შენობებითა და მოწყობილობებით საუნივერსიტეტო სწავლების მოსაწყობად.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 8 ოქტომბერს სოხუმის ოლქის სოფელ აკაფა-კელასურში შეიკრიბა დაახლოებით 39 ადამიანი, მათ შორის იყო კომისარი ქარდავა. მათ იმსჯელეს იმის შესახებ, რომ აუცილებელია სკოლებში საღვთო სჯულის სწავლება.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე მდივანმა 1918 წლის 8 ოქტომბრის მოხსენებაში თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის შტატგარეშე დარჩენილი 27 თანამშრომლის დასაკმაყოფილებლად 90 608 მან. 75 კაპ. კრედიტის გახსნა მოითხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით ზინობა ივანეს ასული მკევლიშვილი თელავის წმინდა ნინოს გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით ვანდა თრაგერი თელავის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიიის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის მასწავლებლი სოლომონ ლორთქიფანიძე ხონის საოსტატო სემინარიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით ბაქოს ქალთა მესამე გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი ეფ. ვოლკოვა თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით მიხეილ აბრამის ძე აბრამიშვილი თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით ა. ციცქიშვილი-გრძელიშვილი თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში ქართული საანბანო განყოფილების მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, თამარ პახომოვი-რჩეულიშვილი თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის გალობის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თეკლე პავლეს ასული ნიკოლაიშვილი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული და ფრანგული ენების პედაგოგად დაინიშნა. 

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ვასილ დავითის ძე მამულოვი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის სომხური ენის მასწავლებლად დაინიშნა. 

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 8 ოქტომბერს, დილის 10 საათზე, ქალაქ ხაშურში დაღუპული ლიუდმილა (ლუდა) მანჯავიძე სახლიდან იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში გადაასვენეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 8 ოქტომბერს, დილის 10 საათზე გიორგი (გიგო) დუშურაშვილი კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 ოქტომბრის „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ მაქს ბადენელი ბერლინში რეიხის კანცლერად და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს გზათა სამინისტროსა და უფროსი სამმართველოს მთავარმა რწმუნებულმა გ. გ. ფირცხალაურმა რკინიგზის უფროსებთან ერთად სადგური თბილისი და ნავთლუღის სახელოსნო დაათვალიერა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ გამოცემიდან ვიგებთ, რომ ოჯახი ფინლანდიის მეათე პოლკის ყოფილ ჯარისკაცს, კონსტანტინე (კოწია) ნიკოლოზის ძე ღოღობერიძეს ეძებდა. დათიკო ღოღობერიძე საზოგადოებას მის შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში გამოხმაურებას სთხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ოქტომბრის გაზეთში „სახალხო საქმე" დაიბეჭდა ბორჯომის სახელოსნო სასწავლებლის გამგის გ. ვაშაკიძის განცხადება, რომელსიც აღნიშნავდა, რომ იმ წლიდან ყველა კლასი გაეროვნულებული იყო და სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 8 ოქტომბერს ნინო მელქისედეკის ასული მიქელაძე გარდაიცვალა. პანაშვიდი დანიშნული იყო 9 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, ლერმონტოვის ქ. N 19-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის ქართული გიმნაზიის დირექტორი სილოვან ხუნდაძე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელმა თავისი რწმუნებული გიმნაზიის სრული კურსი შეასრულა 1911 წლის მაისში.