საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85308

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ლენინმა გამოსცა დეკრეტი და მოითხოვა, მიწა ხალხის ხელში გადასულიყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ბოლშევიკების ხელში მხოლოდ პეტრე-პავლეს ციხე და სმოლნი დარჩა. დროებითმა მთავრობამ ვერ ჩაახშო ბოლშევიკების გამოსვლა, მთელი პეტროგრადი მათ ხელში იყო. სამხედრო რევოლუციური კომიტეტის განცხადებით, დროებითი მთავრობა გადადგა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ხელში გადავიდა.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N29) ცნობით, მეზღვაურებმა „ობშეე დელოს“ რედაქცია გაჩხრიკეს და ბურცევი დააპატიმრეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ბიხოვიდან სამხედრო რევოლუციურ კომიტეტს რუსი გენერლის, ლავრ გიორგის ძე კორნილოვის გაქცევას ატყობინებენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 29 ცნობით, კორძაიას კერძო გიმნაზიაში მოხდა კონფლიქტი, მან რამდენიმე მასწავლებელი სამსახურიდან იმ მოტივით დაითხოვა, რომ მათ ხელფასების მომატება მოითხოვეს. ამ ფაქტს ყურადღება მიაქცია მასწავლებელთა კავშირმა, საქმის გასარკვევად შეიქმნა მასწავლებელთა საგანგებო კომისია, რომელმაც 1-ლ ნოემბერს დასავლეთ საქართველოს სასწავლებლების მასწავლებელთა კავშირის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგინა დადგენილება, რომ კორძაიას სასწავლებლიდან დათხოვნილ მასწავლებლებს დაბრუნებოდათ თავიანთი ადგილები და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო ეს სასწავლებელი გადასულიყო ქალაქის თვითმმართველობის ხელში ან მასწავლებელთა კავშირის განკარგულებაში იმ პირობით, რომ კორძაია დარჩენილიყო ამ სასწავლებლის საპატიო წევრად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 ნოემბერს „ფინჯან ჩაიში“ ცისფერყანწელებმა – პაოლო იაშვილმა, ლადო მაჭავარიანმა, ნიკო ლორთქიფანიძემ და კოლაუ ნადირაძემ – ექსპრომტად ლექსები წაიკითხეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქალებო, დამფუძნებელი კრება ახლოვდება“ დამფუძნებელი კრებისა და მასში ქალთა თანასწორი მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) დაიბეჭდა ანეტა კაპანაძისას სტატია „მებრძოლი ქალის ტიპი“ ქალის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) გამოქვეყნდა მარიამ ლიშნევსკაიას „ეკონომიკური რეფორმა შეუღლებისა“, რომელიც გერმანულიდან თარგმნა მ. როგოვიჩმა, ქალის მიერ საზოგადო მოღვაწეობისა და დედობის შეთავსების საკითხის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის ლექსი „ახალი ქალის სიყვარული“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისათვის ბრძოლის მნიშვნელობას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ბრიუსელში კატო მიქელაძე დაესწრო ერთი ვექილის მოხსენებას, რომელიც აღნიშნავდა განქორწინებათა რიცხვის გასაოცარ ზრდას და მეუღლეებს ურჩევდა მეტ მოთმინებასა და შეგუებას შვილების საკეთილდღეოდ.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, პეტროგრადში ბოლშევიკურმა მთავრობამ ალექსანდრე კერენსკის მეუღლე ო. ა. კერენსკაია დააპატიმრა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ლევ ტროცკიმ მოკავშირე სახელმწიფოების ელჩებს მიმართა წინადადებით, ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო ომი და გამართულიყო საზავო მოლაპარაკება.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, დააპატიმრეს გ. პერეშკევიჩი, მისი ცოლი, თავადი უსუპოვი, სუმაროკოვი, ელსტონი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა რესპუბლიკის თავმჯდომარის, ავქსენტევის დაკავების ბრძანება გასცა.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) ცნობით, ბურცევისა და სხვა დაპატიმრებული მინისტრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ბოლშევიკების დამარცხებასთან ერთად მათ ელოდათ სიკვდილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) ცნობით, ბოლშევიკები რევოლუციის ერთ-ერთ ლიდერს, ეკატერინე ბრეშკოვსკაიას, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, ქუთაისში ჩამოიყვანეს მაძებარი პოლიციის უფროსი (ამჟამად პორუჩიკი) ჩემინავა, რომელიც გადაეცა ქუთაისის გარნიზონის უფროსს. ამჟამად მოთავსებულია ქუთაისის გარნიზონის „ჰაუპტვახტში“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, თბილისიდან დაბრუნდა სასურსათო კომიტეტის წევრი გრიგოლია. მან თბილისში 2 000 ფუთი ფეხსაცმლის ტყავეულობა შეიძინა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 დაიბეჭდა „მკითხველის“ წერილი, რომელიც საუბრობს გაზეთ „საქართველოს“ N246-ში ბ. ლ. ბახტაძის მიერ ეკატერინე ბრეშკოვსკაიას დახასიათებაზე. ბახტაძის აზრით, რადგან ის ქალია, მაინც მამაკაცზე დაბლა დგას, და იგი უძლურია, ვინც არ უნდა იყოს. ეს მოსაზრება ავტორისთვის მიუღებელია, რადგან ეკატერინე ბრეშკოვსკაია სახალხო ეროვნული კრების თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს არა თავისი ხნოვანებისა და სისუსტის გამო, არამედ გონიერებისა. „ნეტავ რას იტყოდა ლ. ბახტაძე, საფრანგეთის რევოლუციის გმირი ქალი, ლუიზა მიშელი რომ ენახა?“ – წერს „მკითხველი“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 „მღვიძარეს“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „ქ. სამტრედია“, რომლის ავტორის ცნობით, 1917 წლის 25 აგვისტოს ქ. სამტრედიაში საფუძველი ჩაეყარა ქალთა პირველ კლუბს, ამოირჩიეს იქნა ათი ქალი, რომელთაც უნდა ეზრუნათ კლუბის მოწყობისთვის. მამაკაცები ამ წამოწყებას მტრულად შეხვდნენ და საქმის ჩაშლას ცდილობდნენ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, ქუთაისის ქალთა კლუბის სასარგებლოდ ელენე ნადარეიშვილის მეუღლის მიერ ქ. გუდაუთაში შეგროვებულის ფულის შემომწირველთა სია: ელენე ნიკოლოზის ასული ნადარეიშვილი, ეკატირინა გიორგის ასული ნადარეიშვილი, ელიჩკა ფარნას ასული ნადარეიშვილი, მარიამ უჩანეს ასული ქაჯაია, ოსანა სპირდონის ასული არჯავანიძე, ლუბა ჭოჭია, კატო ადამია, ნინა დავითის ასული ნადარეიშვილი, ლიდა გიორგის ასული გობეჩია, სონია ხოფერია, მატრონე გიორგის ასული კაკაბაძე, აგრაფინა გაბუნია, ვერა პერტენავა, ტერეზია ფილიპეს ასული ლაკერბაია, პარასკევა დიმიტრის ასული გოგინავა, ვარია მასხულია, ვალენტინა ლაკერბაია, ქსენია ნადარეიშვილი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ორი მთავარი საკითხი“. ავტორი სტატიაში განიხილავს მთავრობისგან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ქალებს სრული პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება მიანიჭა სიტყვით, ხოლო სარწმუნოებრივ საკითხში გამოსცა კანონი, რომ თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ მცირეწლოვანი შვილის სარწმუნოების თაობაზე, მამის ხმა იქნება გადამწყვეტი. მეორე საკითხია მიწის შესახებ, რომელიც მთავრობისგან უნდა გადაეცეს გლეხებს, თუმცა არაფერია ნათქვამი გლეხის ქალებზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N31 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისათვის ბრძოლის მნიშვნელობას.