საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87041

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-96 წლებში იოსებ ეგნატეს ძე იაკობაშვილი სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 სექტემბერს ფოთში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით კონსტანტინე ფოცხვერაშვილის „აშენდა საქართველო“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს იოსებ ჟივიძემ თარგმნა პიესა „ნორჩი თობა“ (ჩვიდმეტი წლისანი).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 სექტემბერს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და ვალერიან შალიკაშვილის თაოსნობით ქართველ მსახიობთა წრე შეიკრიბა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „მიმიკა“ მე-6 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ელენე კონსტანტინეს ასული ჩხეიძე“.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 4 სექტემბერს ხონის დასის მსახიობი ელენე კონსტანტინეს ასული ჩხეიძე გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძის პიესის „ყრუ სოფელში“ მე-7 ნაწილი.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850-52 წლებში სვიმონ ხოსიას ძე დუგლაძე ტაბაკინის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1850

ტიპი: გარდაცვალება

1850 წლის 22 აგვისტოს ტაბაკინის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ეგნატე სიმონის ძე კელენჯერიძე გარდაიცვალა.

1815

ტიპი: თანამდებობა

1815-50 წლებში ეგნატე სიმონის ძე კელენჯერიძე ტაბაკინის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ვასილ სიმონის ძე ოსაძე ტაბაკინის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს ვასილ გრიგოლის ძე ლოსაბერიძე ჭყეპის წმ. იოანე წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წელს სვიმონ ზაალის ძე ჟორჟოლაძე ჭყეპის წმ. იოანე წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1862

ტიპი: თანამდებობა

1862 წელს ვასილ გრიგოლის ძე ლოსაბერიძე ჭყეპის წმ. იოანე წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წელს სვიმონ ზაალის ძე ჟორჟოლაძე ჭყეპის წმ. იოანე წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 სექტემბერს კონსტანტინე სტანისლავსკიმ კისლოვოდსკიდან ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილს წერილით აცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები – ილია კარგარეთელი, კაზიმირ ცხომელიძე, ვასილ კარბელაშვილი, ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი და ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 სექტემბერს სამეურნეო საზოგადოების დარბაზში ვასილ კარბელაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა ახლად დაარსებული მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრება.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს: იაკობ გოგებაშვილი, ეპისკოპოსი კირიონი და იოსებ ივანეს ძე რატილი.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს ალექსანდრე სარაჯიშვილი მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატად აირჩიეს.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს კონსტანტინე იასეს ძე ტყავაძე, ერასტი ივანეს ძე ჭავჭანიძე და მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მჭედლიშვილის მწყემსებისადმი მიძღვნილი გალექსილი ქართული თქმულება „სალამური“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის სურათი „გლეხის მოსახლეობა იმერეთში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილის „გახსენება თეატრის შესახებ“ მე-4 ნაწილი.