საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87041

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე ქალაქ თბილისის გამგეობამ განიხილა ქალაქის მოურავად ნამყოფი, აწ გარდაცვლილი, გიორგი ევანგულოვის შუამდგომლობა თბილისის დედათა პირველი გიმნაზიის პირდაპირ, ერევნის მოედანზე, ბაღის გამართვის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს იაკობ მედვედიევის განკარგულებით საგანგებო კომისიამ დაათვალიერა ბოტანიკური ბაღის ხეხილის სანერგე გასარკვევად, იყო თუ არა იქ გავრცელებული დაავადება (ე. წ. „ფესვების სიდამპლე"). სანერგეში დაავადება არ აღმოჩნდა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლეს „ცნობის ფურცლის“ რედაქციამ წლიურ პრემიად გამოსცა ალექსანდრე ყაზბეგის ნაშრომთა სრული კრებული, მწერლის ბიოგრაფიითა და პორტრეტით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს არტემ წურინოვმა კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო წარმოებათა გამოფენაზე გაიტანა თავისი წარმოების ფქვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 ნოემბერს დასრულდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება. თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე. კრებამ ფეხზე ადგომით პატივი სცა ბათუმის გარდაცვლილი ქალაქისთავის, ლუკა ასათიანის სახელს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 24 ნოემბერს, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს" თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს განყოფილებამ განიხილა გრაკალის სადგურის უფროსის თანაშემწის, იოსებ ალექსანდრეს ძე კეზელის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურის დაუდევრად აღსრულება, რასაც მოჰყვა მატარებლების დაჯახება და მსხვერპლი. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს სტეფანე პეპანოვი ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის რეჟისორად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „ქართული წარმოდგენების საქმე ქუთაისში“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს სტეფანე პეპანოვი ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის რეჟისორი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი სტეფანეს ძე მანთაშოვის ლექსი „მუშის სიმღერა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლის“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „რომანსი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნოე ალექსის ძე ჩხიკვაძის ლექსი „მონა-ქალი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 მარტს ხარფუხში, სტეფანე გ. პეპანოვის ბენეფისზე, წარმოადგინეს „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“. პეპანოვი სპექტაკლში გლუხოვცევის როლს ასრულებდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 იანვარს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თაოსნობით კოტე ყიფიანის სცენაზე მოღვაწეობის 45 წლის იუბილეს აღსანიშნავად წარმოდგენა გაიმართა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ილარიონ გიორგის ძე ჩინჩალაძე უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს ილარიონ გიორგის ძე ჩინჩალაძე უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-11 წლებში ნესტორ გიორგის ძე კეთილაძე უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-03 წლებში ირაკლი სპირიდონის ძე კოკელაძე უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-99 წლებში ლუკა დავითის ძე ჯიშკარიანი უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-05 წლებში იოანე მოსეს ძე თევზაძე უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870 წელს იოანე გრიგოლის ძე რატიანი უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1863

ტიპი: თანამდებობა

1863 წელს იოანე გრიგოლის ძე რატიანი უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს ანდრია სვიმონის ძე მელქაძე უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.