საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87038

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებას გახსნა მიულოცა სახალხო სკოლების ინსპექტორმა პერევოზნიკოვმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებას გახსნა მიულოცა კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრმა ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეიმ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებაზე ალექსანდრე ქალანთარმა წაიკითხა მოხსენება შიდა მრეწველობის ნაწარმის შესაძლო წარმატებაზე, აღნიშნა, რომ საჭიროა კავკასიაში რაციონალურად მოეწყოს საოჯახო მრეწველობის საქმე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ბელგიის უსახელო საზოგადოების წარმომადგენელმა, თბილისის ცხენის რკინიგზის დირექტორმა, ინჟინერმა რაგოლერმა რწმუნების ქაღალდი წარუდგინა თბილისის გამგეობას – ატყობინებდა, რომ უსახელო საზოგადოებამ მას მიანდო მამა დავითის გორაზე ფუნიკულიორის გაყვანის საქმე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქალაქ სიღნაღის ზოგიერთმა რწმუნებულმა თბილისის გუბერნატორთან გაასაჩივრა სექტემბერში გამართული სიღნაღის ქალაქისთავის არჩევნები. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ქალაქისთავად არჩეულ ვართან ენიკოლოფოვს არ ჰქონდა კანონიერი ცენზი, ამიტომ მისი არჩევა არ შეიძლებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს მინდვრის კულტურის მოღვაწეთა სხდომაზე ალექსანდრე ქალანთარმა დასვა საკითხი, შიმშილობის დროს როგორ მიეწოდებინათ ხალხისთვის სათესლე ხორბალი. გადაწყდა, თბილისში დაარსებულიყო სათესლე ხორბლის ბიურო. ბიუროს დააარსებლად მან 200 მან. შესწირა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს მთავრობის განკარგულებით სენაკის მაზრის სამსახურს გარეშე მყოფი პოლკოვნიკი ფარნაოზ მხეიძე წმ. ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქალაქის ტექნიკოსმა შახნაზაროვმა დაათვალიერა ერმოლოვის ქუჩაზე მდებარე ივანე ხარაზოვის სახლი, რომლის სამ ოთახს სინესტე გასჩენოდა, ამიტომ საჭირო იყო იქიდან მდგმურების გამოყვანა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 აგვისტოს „დროებაში“ ილია ზარაფიშვილის სტატია „კახეთი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბახუტოვმა ქალაქის დუქნების შესამოწმებლად სანიტარული კომისია შეადგინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მიხეილ საბინინმა სინოდს სთხოვა, რომ კახეთში მდებარე ბერების ერთ-ერთი ეკლესია მონაზვნების წმ. ნინოს სახელობის მონასტრად გადაეკეთებინათ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, იასე სულხანოვს წერილობით მიმართეს, რომ გორის მაზრის მმართველის თანამდებობა დაეტოვებინა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 აგვისტოს „დროებაში“ ვაჟა-ფშაველას სტატია „ხმა მთიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 აგვისტოს „დროებაში“ სამსონ ყიფიანის საკვირაო ფელეტონი „კითხვის სურვილი ჩვენში“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 აგვისტოს „დროებაში“ ილია ზარაფიშვილის სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არტურ ლაისტი თბილისში ჩამოვიდა და მალევე საგურამოში, ილია ჭავჭავაძესთან, გაემგზავრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ეკატერინე მუატის ხელმძღვანელობით სურამში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის აგვისტოს „კავკაზის“ ცნობით, თბილისის საქალებო პროგიმნაზია ოლღა თეოდორეს ასული არჩვაძის სახელობის გახდებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 3 აგვისტოს „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანიშვილის ეთნოგრაფიული წერილის „ფშავ-ხევსურეთი“ მესამე ნაწილის გაგრძელება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის პირველი აგვისტოს „დროების“ ცნობით, მოსე ოზაშვილი ვაჭარი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი აგვისტოს „დროებაში“ ქრისტეფორე ოზაევის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 ივლისს შათიროვს სიღნაღის მოსახლეობამ გამოსათხოვარი სამადლობელი სადილი გაუმართა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის პირველი აგვისტოს „დროების“ ცნობით, შათიროვი ტელეგრაფის უფროსი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, პ. ი. პიასეცკის ჩინელების ჩამოყვანა და ჩაის კულტურის განვითარება დაავალეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, იოსებ დავითაშვილი ეკლესიებიდან წარწერების გადმოსაღებად ცხინვალში გაემგზავრა.