საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81459

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ივანე ჯავახიშვილი თეოლოგ ადოლფ ჰარნაკს ქართულ ენას ასწავლიდა ბერლინის უნივერსიტეტში.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს თბილისის გუბერნიის საქალაქო საქმეთა საკრებულომ მიიღო გუბერნიის სამმართველოს წერილი მოქალაქეთა მოურავის, ედიგარ ედიგაროვის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მას ბრალად ედებოდა სამსახურის დროს დანაშაულის ჩადენა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ზე აბაშიძის წერილი „საბავშვო დილა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13-14 აპრილს რუსმა მწერალმა კონსტანტინე ბალმონტმა თბილისში წაიკითხა ლექცია „ხელოვნება, როგორც ჯადოსნობა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილის „ბუნება და ცხოვრება“ მე-3 ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ერთაწმინდელის პიესა „არონ შეენც?!“

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა „კვალში“ დაიწყო მუშაობა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მანთაშოვის ლექსი „დღეს იგი აღსდგა...“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნიკოლოზ გვარაძე ბაქოს დასის რეჟისორი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს ილია ჭავჭავაძემ „ივერია“ დავით მიქელაძეს გადასცა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი ჭიათურის დასის რეჟისორი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ V ნაწილი.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 3 თებერვალს გიორგი წერეთელმა სოფრომ მგალობლიშვილს ფოთში მისწერა, სამეგრელო-გურიისკენ მიეწვდინა ხმა და ხელი შეეწყო გაზეთ „კვალის“ გავრცელებისთვის.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს „ივერიის“ ახალმა რედაქტორმა დავით მიქელაძემ ძველი თანამშრომლების დიდი ნაწილი, მათ შორის სოფრომ მგალობლიშვილი, სამსახურიდან გაუშვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილი „ქართველ მწერალთა წერილები“ (გიორგი წერეთელი).

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს იუსტიციის სამინისტრომ კავკასიაში გამოგზავნა თავისი მოხელე კაზარინი. მას დავალებული ჰქონდა ადგილობრივი საპატიმროების მდგომარეობის გაცნობა და მის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე მანუელის ძე ანდრონიკაშვილის წერილი „ჩვენი თეატრის არქივი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა იმედაშვილის მეთაური წერილი „კანონმდებელი ყრილობა“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს რუსმა მწერალმა კონსტანტინე ბალმონტმა ქართული ენის სწავლა დაიწყო, რათა „ვეფხისტყაოსანი“ დედანში წაეკითხა და ისე ეთარგმნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ქართველი სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობისათვის დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ მოამზადა მოხსენება „მოძრავი თეატრი პედაგოგიური თვალსაზრისით“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მიხეილ ქორელმა თარგმნა პიესა „ნაპოლეონის მხიარული დღე“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ბერლინის უნივერსიტეტს პროფესორ ადოლფ ჰარნაკის ხელმძღვანელობით განზრახული ჰქონდა ბერლინის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრის დაარსება.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 13 იანვარს გიორგი წერეთელმა სოფრომ მგალობლიშვილს ფოთში მისწერა, რომ მის წერილს „ბიძია თომას ნაამბობი“ აურზაური მოჰყვა, ამიტომ ბევრი ხელმომწერი დაკარგეს. სთხოვდა, ფოთში ხელმომწერები მოეგროვებინა და ფული რედაქციისთვის გაეგზავნა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე „ზაკავკაზკი რეჩის“ რედაქტორი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ალექსანდრე იმედაშვილის მიერ თარგმნილი ვებერის პიესა „პანსიონის ზღუდეთა შორის“ სცენაზე დასადგმელად ნებართვის მისაღებად კავკასიის უმაღლეს მთავრობას წარუდგინეს.