რეგისტრირებული ფაქტები87018
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის პანაშვიდს დიდუბის ეკლესიაში დაესწრნენ ქალაქის მოურავის თანამდებობის აღმასრულებელი ბ. ბ. შესტაკოვი, გამგეობის წევრი ესტატე ჩერქეზიშვილი და ხმოსნები.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის სასამართლო პალატამ ივანე აგიაშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ჩამოერთვა ყველა უფლება-უპირატესობა და ოთხი წლით მადანზე სამუშაოდ გაგზავნეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილების კონტროლიორი გულბანი ეკატერინოდარის განყოფილების გამგედ გადაიყვანეს, მის ნაცვლად დანიშნეს ერშოვი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აპრილში რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ზამთრის სეზონისთვის დონის როსტოვის ზარაისკაიას დასში მიიწვიეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 1 ოქტომბერს თბილისის არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიხსნა კავკასიის ექიმთა საზოგადო კრება, რომლის თავმჯდომარედ სამხედრო-საექიმო ინსპექტორი ი. მალინინი აირჩიეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გრიგოლ სიმონის ძე ქიქოძემ ბახვის უფასო სამკითხველოს 160 რუსული წიგნი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ბახვის უფასო სამკითხველოს ერმილე ანდღულაძემ ერთი რუსული წიგნი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ტიტიკო და გრიგოლ სიმონის ძე ქიქოძეებმა ბახვის უფასო სამკითხველოს ათ-ათი მანეთი შესწირეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ერმილე ბორჩხაძემ და ივანე ვადაჭკორიამ ბახვის უფასო სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წელს გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა საიუბილეო სადღესასწაულო კრებაზე ეგნატე იოსელიანმა ისაუბრა სამეურნეო საზოგადოების 50 წლის მუშაობის შესახებ, მისი თქმით, საზოგადოების პრეზიდენტობა ითავა მიხეილ სერგის ძე ვორონცოვმა, ვიცე-პრეზიდენტად კი ვასილ ბებუთოვი აირჩიეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 სექტემბერს გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა საიუბილეო სადღესასწაულო კრებაზე ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეიმ დამსწრე საზოგადოებას გადასცა გ. ს. გოლიცინის მილოცვა საზოგადოების 50 წლის შესრულების გამო.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 18 აგვისტოს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იოსებ სტეფანეს ძე კიკაჩეიშვილი გარდაიცვალა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877-1917 წლებში იოსებ ზაქარიას ძე ჭეიშვილი ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს იოანე ქრისტეფორეს ძე შავლაძე ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.
1909
ტიპი: გარდაცვალება
1909 წლის 6 მარტს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იოანე ქრისტეფორეს ძე შავლაძე გარდაიცვალა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წელს ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წელს გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილი ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.

