რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი იანვრიდან ანა მიხეილის ასული გეგელაშვილი დამტკიცდა ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის ხელსაქმის შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს განათლების სამინისტრო სწერს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორს ნიკოლოზ ჩიგოგიძეს, რომ სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილის ნამსახურეობითი სია კანონის შესაბამისად შეადგინოს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი იანვრიდან კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე დამტკიცდა ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 1-ელი სექტემბრისათვის თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში სწავლობდნენ: მარია არშაკის ასული არუთინოვა, სატენიკ მნაცაკანის ასული ახვერდოვა, მარია თედორეს ასული ბერიშვილი, გერმანე გრიგორის ძე ასათიანი, ანა გიორგის ასული გერტლერი, ივანე გიორგის ძე გორბუნოვი, მანიფა ნიკოლოზის ასული ჯაგარბეკოვი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჯიჩოევი, ვლადიმერ მიხეილის ძე გურგენიძე, ასკერ-მეშად ისმაილოვი.
1919
ტიპი: თანამდებობა
ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ მას მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება ჰქონდა და სთხოვა შტატში ჩაერიცხა.
1919
ტიპი: თანამდებობა
ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს შტატში ჩარიცხვა სთხოვა.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის წევრი თეოფანე საბას ძე ჩიქოვანი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

