რეგისტრირებული ფაქტები81435
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში კონსტანტინე ზაქარია ძე მაყაშვილი ქართული კლუბის მამასახლისი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნოელ სტეფანეს ძე სმიტი იყო ფირმა „სიბუნიონ ლიმიტედის“ წარმომადგენელი ბათუმში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს – ფატალი ხან-ხოისკის, ალექსანდრე ხატისოვსა და ევგენი გეგეჭკორს თათბირი ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები – ფატალი ხან-ხოისკი, ალექსანდრე ხატისოვი და ევგენი გეგეჭკორი თათბირზე შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან სამივე რესპუბლიკის ინტერესში იყო მჭიდრო კავშირი, ამიტომ აუცილებელი იყო სამივე მთავრობის დელეგაციის მუდმივი და რეგულარული სესიების მოწყობა წინასწარ დანიშნულ დროს მონაცვლეობით რესპუბლიკათა დედაქალაქებში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები – ფატალი ხან-ხოისკი, ალექსანდრე ხატისოვი და ევგენი გეგეჭკორი თათბირზე შეთანხმდნენ, რომ სამივე რესპუბლიკა თავის დამოუკიდებლობას დაიცავდა თავდასხმებისგან და სუვერენული უფლებებისთვის თავდაცვით ბრძოლაში ისინი ერთმანეთს დაეხმარებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები – ფატალი ხან-ხოისკი, ალექსანდრე ხატისოვი და ევგენი გეგეჭკორი თათბირზე შეთანხმდნენ, რომ რესპუბლიკათა შორის დავა უნდა გადაწყვეტილიყო არა იარაღით, არამედ შეთანხმებითა და არბიტრაჟით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში გაიმართა მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საძოვრების კომისიის თავმჯდომარე სერგო ყაზახაშვილმა, გზების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა, მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე გაბრიელ ცისკარაშვილმა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარაშვილი მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში ალექსანდრე აბრამის ძე მაჩაბლიშვილი გზების კომისიის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში გაიმართა მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობის სხდომა, რომელზეც ვრცელი მოხსენება წაიკითხა საძოვრების კომისიის თავმჯდომარე სერგო ყაზახაშვილმა. კომისიამ მოისმინა მოხსენება და გაიზიარა მისი დებულებები.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში არტურ ჰენდერსონი იყო მუშათა კავშირის თავმჯდომარე დიდ ბრიტანეთში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში გაბრიელ ჯამულეთის ძე გოგუაძე გურიის სასკოლო განყოფილების უფროსი ინსტრუქტორი იყო.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე მდივანი აფთიაქს ფლობდა ფოთში.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამსონ სარიბეგოვი იყო მეიჯარე.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტ. ა. ასათიანი ფლობდა კომისიონურ კანტორას, რომელიც მდებარეობდა რუსთაველის გამზ. N 10-ში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლევ ქრისტეფორეს ძე გერმანი იყო ფირმა „სიბუნიონ ლიმიტედის“ ოფიციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსი მაჩაბლიშვილი იყო თბილისის სასამართლო პალატის წევრი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გ. ზ. ჩაჩიბაია იყო თბილისის სასამართლო პალატის წევრი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ია ეკალაძე იყო მასწავლებელი ჩოხატაურში.