რეგისტრირებული ფაქტები85467
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში სახალხო სახლში სოსო რამიშვილის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილე გაიმართა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ნატო ჯავახიშვილი, ალექსანდრე ჯაყელი, ნიკოლოზ ციციშვილი, ალექსანდრე წუწუნავა, ეველინა წუწუნავა და სტ. ხარაზიშვილი მოქმედი მსახიობები იყვნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სიონის ტაძარში წირვას დაესწრო თბილისის ქალაქისთავის მოადგილე შესტაკოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მიხეილ ბეთანიშვილმა კავკასიის გამოფენაზე წარადგინა სხვადასხვა ექსპონატი: კავკასიის მარმარილო (ონიქსი), აზბესტი და ინფუზორის მიწა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ა. მ. წერეთელმა გამოფენაზე წარმოადგინა ჭალის მთის (შორაპნის მაზრა) სხვადასხვა მადანი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სიონის ტაძარში წირვას დაესწრნენ კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და მისი თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სიონის ტაძარში წირვას დაესწრნენ გენერალ-ადიუტანტი, თავადი ივანე გივის ძე ამილახვარი, გენერალ-ლეიტენანტი, თავადი მიხეილ ამირეჯიბი და სხვ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 სექტემბერს ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი ა. ა. კალაჩოვი თბილისში ჩამოვიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 სექტემბერს ერევნის გუბერნატორი გრაფი ტიზენჰაუზენი თბილისში ჩამოვიდა.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 14 სექტემბრის „დროების“ ცნობით, თბილისში ურთიერთშორის დამხმარე საზოგადოება მასწავლებელი და მოსწავლე ქალებისა დააარსეს ა. თუმანოვისამ, პ. სულხანოვისამ, ს. ბაბაევისამ, მ. მ. მელიქოვისამ, მარიამ არღუთინსკი-დოლგორუკოვისამ, ა. იაკოვლევისამ და მ. მანუჩაროვისამ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 სექტემბრის „დროებაში“ იოსებ ქავთარაძისა და კვალიაშვილის საქმის განხილვის დეტალები დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ანა ამილახვრის ხელმძღვანელობით გორის საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ ლატარეა–ალეგრი უნდა გამართულიყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბრის „დროების“ ცნობით, პ. ბაბინის ინიციატივით ლანჩხუთში მომრიგებელი განყოფილება გაიხსნებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბრის „დროების“ ცნობით, პატიმარმა მგალობლიშვილმა ადგილობრივი პოლიციელი ციხეში დაიბარა და სამჯერ ესროლა.
1885
ტიპი: ნასამართლეობა
1885 წლის 11 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მგალობლიშვილი ქუთაისის ციხეში იხდიდა სასჯელს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ბარბარე ჯორჯაძემ კარაბადინის შედგენა დაიწყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 სექტემბერს ალექსანდერე დონდუკოვ-კორსაკოვი შავი ქვის წარმოების სანახავად ჭიათურაში იმყოფებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბრის „დროების“ ცნობით, პავლე იზმაილოვი ბათუმში ფინანსთა მინისტრთან ქალაქის მამულების შესახებ საშუამდგომლოდ ჩავიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 სექტემბრის „დროებაში“ პავლე იზმაილოვის მიერ ფინანსთა მინისტრთან ბათუმის საქალაქო მიწების შესახებ გაწეული შუამდგომლობის დეტალური განხილვა დაიბეჭდა.