რეგისტრირებული ფაქტები81413
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს საქართველოში გაიმართებოდა „მსახიობის დღე“. დღისით ქუჩებში მოეწყობოდა პროცესია, გაიყიდებოდა გაზეთ „მსახიობის დღის“ სპეციალური გამოშვება, გაიმართებოდა სადღესასწაულო სანახაობები. თბილისში წარმოადგენდნენ ა. სუმბათაშვილის სპექტაკლს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვიქტორ გამყრელიძე, ვალერიან გუნია, იუზა ზარდალიშვილი, ა. მურუსიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლი „სამზადისი“ და ამ დღისთვის სპეციალურად დაწერილი იოსებ ჟივაძის შარჟის წარმოდგენა გაიმართებოდა. წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი, ალექსანდრა კარგარეთელი, იოსებ ჟივიძე, მიხეილ სარაული, როსტოვცევი, შალვა ღამბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, დავით ჩარკვიანი, ელენე ციმაკურიძე, ვეჩე ჯიქია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქართული სამუსიკო საზოგადოების საოპერო სტუდია დგამდა დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და ბალეტი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მოუთმენლად ელოდებოდა თბილისში დაბრუნებას, რადგან იმედი ჰქონდა მისი წერილი დახვდებოდა და არ სურდა იმედი გაცრუებოდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პირად სურვილებსა და მისწრაფებებს თუ გაჰყვებოდა ხომ იცოდა სადაც მიიყვანდა. ყველაფერს ერჩივნა სახლში ჯდომა და მშვიდად ცხოვრება, მაგრამ ეს თვეები საქმისთვის უნდა შეეწირა, როგორც ეს ომის პერიოდში იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თბილისში დაბრუნებისას ბევრი საქმე ელოდა. დაძაბული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ სიამოვნებას განიცდიდა, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაო არასდროს ჰქონია და აუცილებლად წარმატებისთვის უნდა მიეღწია.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბათუმიდან ნოვოროსიისაკენ მგზავრობისას ზღვის ნოტიო ჰავამ კარგად იმოქმედა და თავის ტკივილს აღარ შეუწუხებია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სამხედრო გუბერნატორმა და გენერალმა კუკ-კოლისმა წაიყვანეს ნავმისადგომში, სადაც ნავი ელოდებოდა კრეისერზე გადასაყვანად.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბათუმისკენ მიემგზავრებოდა საგანგებო მატარებლით, რომელიც ძალიან კომფორტული აღმოჩნდა, აბაზანით, სასტუმრო ოთახითა და ორი საძინებლით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს ბათუმიდან მისწერა, რომ კონსული სტივენსი ესტურმა დღის სამ საათზე და ერთად გაემგზავრნენ ნოვოროსიისაკენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ რვა საათზე ნოვოროსიისკის პორტში იყო. მან მთელი დღე ჰარფორდ მაკინდერთან საუბარში გაატარა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმში გემის კაპიტანი ჯერალდ სეიმური საოცრად სასიამოვნო კომპანიონი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს იუსტიციის ახალმა მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის დარბაზებში სიტყვით მიმართეს შეკრებილ მოხელეებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს თანამდებობის აღსრულებას შეუდგა იუსტიციის მინისტრად ახლად დანიშნული რაჟდენ არსენიძე, რომელმაც იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ევგენი გეგეჭკორთან ერთად დაიარა სასამართლო უწყების დაწესებულებები და გაეცნო სასამართლო მოხელეებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით მის კაბინეტში გაიმართა თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასამართლო დაწესებულებათა უფროსებმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს საოლქო სასამართლოს დარბაზებში მყოფ, ახლად დანიშნულ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძეს სიტყვით მიმართა სასამართლო მოხელე ა. შანშიაშვილმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებულ კარნავალში მონაწილეობდნენ მსახიობები: ვასო აბაშიძე, მარიამ საფაროვა-აბაშიძისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილი, რომლებიც საკარნავალო მსვლელობისას მორთულ ავტომობილში ისხდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო თეატრში დადგმულ სუმბათაშვილის სპექტაკლ „ღალატში“ საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნინო ჩხეიძემ ზეინაბის შესანიშნავი შესრულებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო თეატრში დაიდგა ალექსანდრე სუმბათაშვილის სპექტაკლი „ღალატი“, რომელმაც დიდძალი საზოგადოება მიიზიდა. მონაწილეობდნენ: ნინო ჩხეიძე, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, ვიქტორ გამყრელიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა გეორგი ჩიჩერინმა რადიო-ტელეგრამაში წინადადებით მიმართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან-ხოისკის.