რეგისტრირებული ფაქტები81393
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა დაბა ზესტაფონის „ქალთა კავშირის“ სამადლობელი წერილი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც გაიღეს წვლილი მათ დასახმარებლად. შემომწირველთა სია: ა. ცქიტიშვილი, ი. ხამაშურიძე, ოლ. ჩანტლაძე, ნ. ჩუბინიძე, ა. საყვარელიძე, ბ. საყვარელიძე, კ. ღლონტი, კ. თუთფერიძე, დ. ყუბარაძე, მ. ჭანკვატაძე, ლილუაშვილი, კოტე ბერიკაშვილი, პ. ჩილინგაროვი, ვ. ჩხეიძისა, მ. მახარაძე, თ. კვანტრიშვილი, სეფორა ნემსაძე, სონა ქებიაშვილი, ლ. სიხარულიძისა, ბ. საყვარელიძისა, ელენა გაჩეჩილაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 იანვარს უმაღლესი მთავარსარდლის კრილენკოს მიერ ფოთის, ბათუმის, თბილისის კომისართა სახელებზე გამოგზავნილი ტელეგრამა იუწყება, რომ საზავო მოლაპარაკება დასრულდა. გერმანელმა კაპიტალისტებმა, ბანკირებმა და მემამულეებმა ისეთი პირობები წამოუყენეს რუსეთის დელეგაციას ბრესტში, რომელსაც ისისნი ხელს ვერ მოაწერდნენ. რუსმა დელეგატებმა 28 იანვარს განაცხადეს, რომ რუსეთის რესპუბლიკა უარყოფს ანექსიურ ხელშეკრულებას და თავის მხრივ, მას ომი შეწყვეტილი აქვს. ხელს აწერდნენ: რუსეთის საზავო დელეგაციის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ა. ტროცკი, დელეგაციის წევრები: სახელმწიფო ქონებათა სახალხო კომისარი ა. ბიცენკო, კორელი, იოფე, პოკროვსკი, უკრაინის ც. აღ. კ. მედვედევი, უკრაინის სამხედრო საქმის სახალხო კომისარი შახრაი, დელეგაციის მდივანი კარახანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ჭიათურის საავადმყოფოს გამგე, ექიმი ჯაფარიძე გუბერნიის კომისარს ატყობინებს, რომ ქალაქში უპურობაა, რის გამოც საავადმყოფო სავსეა ავადმყოფებით, და პურის გაგზავნას სთხოვს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 28 იანვარს, ღამით ქ. ქუთაისში, თეთრ ხიდთან უცაბედად ერთ მოწაფეს რევოლვერი გაუვარდა. ტყვია მოხვდა გიმნაზიელ ქათამაძეს, რომელიც იქვე გარდაიცვალა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 ფსევდონიმით „პირველი სუფრაჟისტკა“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია ევროპაში ქალთა პირველი მოძრაობის და მისი წევრების, სუფრაჟისტი ქალების შესახებ. ავტორი წერს, რომ ინგლისის მთავრობამ ომის გამოცხადების შემდეგ ყველა პოლიტიკური დამნაშავე დააპატიმრა, მათ შორის სუფრაჟისტი ქალები, რომლებიც 1906 წლიდან ებრძოდნენ მთავრობას თანასწორი უფლების მიღებისთვის. თუმცა ახლა მათ შეცვალეს ფრონტი და თავიანთ ორგანიზაციულ მუშაობას სამშობლოს დაცვისთვის იყენებენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აპრილში თბილისიდან ქუთაისში შემდეგი დეპეშა მოვიდა, რომ სეიმის და მთავრობის სხდომაზე, რომელიც 9 საათიდან ღამის 2 საათამდე გაგრძელდა, გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, დამარცხდა გეგეჭკორის მთავრობა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მთავრობა გადადგა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 აპრილს ამიერკავკასიის მთავრობის მეთაურმა აკაკი ჩხენკელმა და სეიმის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძემ რადიოტელეგრაფით აუწყეს მთელი მსოფლიოს ცენტრს სეიმის დადგენილება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ქუთაისში დაარსდა გურიის თავდაცვის დამხმარე კომიტეტი, რომლის მიზანი იყო გურიიდან ჩამოსული ლტოლვილებისა და იქ დარჩენილების მატერიალური დახმარება. კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს სახალხო სკოლების დირექტორი ნიკო მგელაძე, მდივნად – ლეო იმნაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 ფსევდონიმით „სამტრედიელი ქალი“ დაიბეჭდა სტატია „ზნეობა და პედაგოგიკა“, რომელშიც საუბარია სამტრედიელ ანტიფემინისტ მასწავლებელ ქალზე, რომელიც ქალთა მოძრაობის მოწინააღმდეგეა. ავტორი ახსენებს აგრეთვე ავგ. ბებელს, რომელიც უარყოფითად უყურებდა თანამედროვე უმაღლეს და საშუალო სასწავლებლებს და დიდ იმედს ამყარებდა დაბალი სასწავლებლის მასწავლებლებზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე ლენინმა შემდეგი მოხსენება გააკეთა, რომ ოსმალეთში ადგილი ჰქონდა კავკასიელ მენშევიკთა ხანგრძლივ კონტრ-რევოლუციონურ მუშაობას, რომლებიც თავს ს. დ-ებს უწოდებენ და მარცხის შემდეგ დაფიქრდნენ ბოლშევიკებთან საერთო ენის გამონახვაზე, მაგრამ ამ დროს გეგეჭკორის ადგილი დაიკავეს წერეთელმა, ჩხეიძემ და ჩხენკელმა, რომლებმაც ბოლშევიკების გასაჟლეტად ოსმალები მიიწვიეს. მისი აზრით, თუ კავკასიის რადას წევრები მიიღებენ გერმანიის ჯარის დახმარებას, ეს საბჭოთა კავშირს ახალი ომის აუცილებლობის წინაშე დააყენებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე ლენინი თავის მოხსენებაში ამბობს, რომ ოსმალეთში გარკვეული მდგომარეობა დამყარდა გეგეჭკორისა და წერეთლის ბოროტ-მოქმედების გამო, რომელთაც არ ცნეს ბრესტის ხელშეკრულება და შემდეგ კავკასიის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მისი აზრით, ამაზე გავლენას ახდენს გერმანიის იმპერიალიზმი, რაც გერმანიასა და ოსმალეთს ნებას აძლევს კავკასიის ერთი ადგილიდან მეორეზე გადააადგილდნენ და თან განაცხადონ, რომ ბრესტის ხელშეკრულებას არ არღვევენ,
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს საზავო დელეგაცია ბათუმში მიემგზავრება ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით. დელეგაციაში შედიან გენერალი ილია ზაქარიას ძე ოდიშელიძე, გიორგი გვაზავა და გრიგოლ რცხილაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს ბათუმში გაემგზავრა სომეხთა დელეგაცია ა. ი. ხატისოვის მეთაურობით. დელეგაციის წევრები იყვნენ: მ. ი. პაპაჯანოვი და რ. ი. კარაზნუნი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მაისის საქართველოს მთავრობის პირველ სხდომაზე დაადგინეს საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი, ასევე საემისიო უფლებით გადაეცეს ეროვნულ საბჭოს საფინანსო კომისიას, რომელშიც მთავრობისგან შევლენ: ფინანსთა მინისტრი გ. ჟურული და კ. კანდელაკი. ასევე გადაწყდა, რომ რუსულ კორპუსს წინადადება მიეცეს თავიანთი ქონება დაუყოვნებლივ ჩააბარონ მთავრობას. დაადგინეს გამოიცეს ქართული მთავრობის გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ და მის რედაქტორად მოიწვიონ გაზ. „კავკაზ“-ის რედაქტორი ქავთარაძე. სასურსათო მინისტრის ამხანაგად დაინიშნა საბაშვილი. სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენ. მაიორი გ. ი. კვინიტაძე დაინიშნა საქართველოს ლაშქრის მთავარ-სარდლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი ნიკო ნიკოლაძის, ბიქტორ თევზაიასა და ვლადიმერ ახმეტელაშვილის თანხლებით ბერლინში გაემგზავრა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა ქართველი ჯარის მთავარ სარდლად.