საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81393

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 15 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა „მოგონებები ბარონესა ბერტა ფონ-ზუტნერისა“, ნაწილი II.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივნისის ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N17 დაიბეჭდა ნინო ტყეშელაშვილის ლექსი „ევა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივნისის ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N17 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა ემელინ პანკჰერსტის „ჩემი ცხოვრება“ (წერილები სუფრაჟისტკისა), რომელშიც გადმოსცემს თავის ავტოგრაფიას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N2 გამოქვეყნდა სტატია ქალთა თანასწორუფლებიანობისთვის მებრძოლი ქალის, ვერა ნიკოლოზის ასული ფიგნერ-ფილიპოვას შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივნისს დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის ქუთაისის განყოფილების გამგეობამ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შვიდი წევრი, მოისმინა ქუთაისის სახალხო მასწავლებლების მოხალისეთა რაზმის წევრის, დამსახურებული მასწავლებლის გიორგი წივწივაძის მოხსენება 5 ივნისს ქ. ხონის კომისრის ჭავჭანიძის მიერ მისი უდანაშაულოდ დაპატიმრებისა და თავისუფალი მოქალაქის უფლებების შელახვის შესახებ და დაადგინა, რომ ხონის კომისარს გამგეობის სახელით საჯაროდ გამოეცხადოს საყვედური. კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ვლ. ნაცვლიშვილი, მდივანი ავქ. ლორთქიფანიძე. ვლ. ნაცვლიშვილის მიერ საქართველოს მთავრობის სახალხო განათლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს გაეგზავნათ დეპეშა მოთხოვნით დაწყებულიყო გამოძიება და აღდგენილიყო უდანაშაულოდ დასჯილი გიორგი წივწივაძის უფლებები.

1917

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 17 ივნისს, ღამით ივანოვის ქუჩაზე ბოროტგანმზრახველებმა გატეხეს სამხარაძის ფეხსაცმელების მაღაზია, საიდანაც წაიღეს ფეხსაცმელები და სხვა ნივთები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 ოქტომბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ივანე გომელაურმა შეადგინა სახელმძღვანელო, რომელშიც შეიტანა დავით კდლიაშვილის ნაწარმოებები ისე, რომ ავტორს არაფერი გადაუხადა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბრის „ბარრიკადის“ ინფორმაციით, ნიკოლოზ შენგელაიამ ყაზარმაში წაიკითხა „ბარრიკადის“ პირველი ნომერი და მეორე ნომრისთვის გაუგზავნა წერილი თავის შთაბეჭდილებებზე და გამოხატა რედაქციისადმი მხარდაჭერა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 ივნისს ქ. კავკავში, თერგის ოლქში, საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ვასილ იოსების ძე არდიშვილმა, ბიქტორ ვასილის ძე თევზაიამ და სახალხო კომისართა საბჭოს სასურსათო საქმეთა კომისარმა იოსებ ისიდორეს ძე ელერდოვმა დადეს ხელშეკრულება, რომ თერგის ოლქიდან საქართველოს რესპუბლიკაში პურის გაგზავნას საფუძვლად დაედოს საქონლის გაცვლა-გამოცვლის პრინციპი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წ. ქ. სამტრედიის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის გამგეობის მდივანმა ვ. მელქაძემ რედაქტორ კატო მიქელაძეს სთხოვა ამავე გამგეობის მიერ 1918 წლის 2-4 ივნისს მეომართა სასარგებლოდ გამართული „ფინჯანი ჩაის“ ანგარიშის განთავსება გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ უახლოეს ნომერში. „ფინჯანი ჩაის“ შემოწირულობა იმავე წლის 8 ივნისს გაეგზავნა სამხედრო სამინისტროს. შემომწირველები იყვნენ: კოტე კასრაძე, ელისო კალანდაძე, კლიმენტი გელეიშვილი, აკაკი კალაძე, სიმონ სპირიდონის ძე ქართველიშვილი, ვალიკო ხარებავა, დიმიტრი სტეფანიდი, მ. წერეთლისა („ფინჯან ჩაის“ გამგე), ერინი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 (რედაქტორი კატო მიქელაძე) რედაქციის სახელით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო რომ აღნიშნული გაზეთი რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოდიოდა. ის დაიბადა რევოლუციის დასაწყისში და მოწმე იყო ისტორიული მოვლენებისა: რუსეთის დაშლა, ამიერკავკასიის სეიმის ჩამოყალიბება-დაშლა, საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადება და ა.შ. სტატიაში ნახსენებია ასევე გაზეთი „ალიონი“, რომელიც გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“ „უდღეურს“ უწოდებდა პუბლიცისტ ი. კვიცარიძის პირით „იმერეთის კანტორიდან“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ელენე ვაჩნაძე თბილისის პირველ გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წელს გაბრიელ ქოსაშვილი სამხედრო ტყვე იყო გერმანიაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა გრიგოლ წერეთელი, რომელიც ლექციების წაკითხვას აპირებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველ სემესტრში რუსულად, შემდეგ – ქართულად.

1919

ტიპი: გარდაცვალება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 20 ივლისს წლის პანაშვიდს გადაუხდიან უდროოდ გარდაცვლილ პორუჩიკ კონსტანტინე (კოლია) ერასტის ძე ბესელიას სოფელ ნოსირში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნიკოლაი სოკოლოვი ალექსანდრე გრიბოედოვის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებდა. წიგნის მხატვრულ მხარეზე უნდა ემუშავა ევგენი ლანსერეს, ვლადიმერ ელსნერს გრიბოედოვის შესახებ წერილი უნდა დაეწერა, ტიციან ტაბიძეს კი – მონოგრაფია ნინო ჭავჭავაძეზე.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ილია ჯაფარიძე 1920 წელს სამხედრო ტყვე იყო გერმანიაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 18 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პრ. N129) გაიმართება საოჯახო საღამო-კონცერტი პარიზის დიდი ოპერის არტისტის მიშელ დარიალ ნანობაშვილის, საბინინის და გაბაშიძის ქალის მონაწილეობით. დადგმული იქნება მოქმედება „ებრაელი ქალიდან“, როიალთან გოლდმანი.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სიმონ დათიაშვილი 1920 წელს სამხედრო ტყვე იყო გერმანიაში.

1920

ტიპი: სტატუსი

კოტე ბაიაშვილი 1920 წელს სამხედრო ტყვე იყო გერმანიაში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მიხეილ ბატაშვილი სამხედრო ტყვე იყო გერმანიაში.

1920

ტიპი: სტატუსი

ალექსანდრე დარჯანია 1920 წელს სამხედრო ტყვე იყო გერმანიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში იოსებ გრიგოლის ძე ავალიშვილი ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 სექტემბერს გრიგოლ იასონის ძე ნათაძე თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით თამარ გიორგის ასული ზაალიშვილი თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ფრანგული ენის პედაგოგად მუშობდა.