რეგისტრირებული ფაქტები87041
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 7 ივლისს დაბალ სკოლათა განყოფილების საქმის მწარმოებელმა კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ ფილტვების ანთების გამო განათლების მინისტრის მოადგილეს შვებულება სთხოვა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა მედიკოსი სტუდენტი მიხეილ (მიშა) ესტატეს ძე ლომიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ივლისს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე ონში გაგზავნილ წერილში რაჭის ერობას სთხოვს, მაზრის მცხოვრებთა რიცხვი აცნობონ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ნ. ნაკაშიძე, კ. ქავთარაძე, შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჯომის წიგნსაცავის გამგე ელენე ნაკაშიძის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, დაეთმოს ბიბლიოთეკას საზოგადოების გამოცემების თითო ეგზემპლარი გარდა სახელმძღვანელო წიგნებისა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ ჭყონაგორის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა (ეგ. ნინოშვილის სახელობის ნიგოითის საზოგადოებაში) წიგნებით დახმარების შესახებ. საზოგადოებამ თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ფოთის განყოფილების გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ ფოთის განყოფილების თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ ღვარდიის (რაჭა) ახლად დაარსებული ბიბლიოთეკის გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნინო ნაკაშიძის წინადადება, გამგეობამ შეიძინოს მისგან წიგნების დასაბეჭდი 8 კლიშე, რომელიც წაღებული ჰქონდა მას „დედაენა“ I და II ნაწილისთვის. გამგეობამ გადაწყვიტა, შეეძინათ 8 კლიშე ცალი 40 მანეთად, უნდა მიეცათ სულ 320 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნაძალადევის სამოქალაქო კომიტეტის თხოვნა, ნაძალადევის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს მისთვის იმ დახმარებით გადაცემის შესახებ, რომელსაც სამკითხველო საზოგადოებისგან ღებულობდა (ე. ი. 1000 მანეთი). გამგეობა დათანხმდა ამ თხოვნას და გადაცემის პირობების შემუშავება ვ. ბურჯანაძეს მიანდო.
1919
ტიპი: ღონისძიება
სადმელის რაიონის ორკლასიანი სასწავლებლის ყოფილი ზედამხედველი ვარლამ კონსტანტინეს ძე ბახტაძე ითხოვდა მისი და მისი მეუღლის, სამტრედიის ქალთა სასწავლებლის მასწავლებლის, ალექსანდრა ბახტაძის სადმელის სკოლებში დამსახურებული ხელფასით უზრუნველყოფას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 ივლისს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ მირზიშვილს 13 ივნისის N 361 მიწერილის პასუხად აცნობეს, რომ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგებოდა კანონს, ვინაიდან იგი დამტკიცებული იყო შტატის მასწავლებლად 1919 წლის 1-ლი იანვრიდან. მასზე არ ვრცელდებოდა ახალი შტატების „დროებითი დებულების“ მე-17 მუხლი.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 16 ივლისს ბუნებისმეტყველების, გეოგრაფიისა და ქიმიის საპროგრამო კომისიის თავმჯდომარე ალ. ჯავახიშვილმა განათლების მინისტრს მოახსენა, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა 23 წევრი: დ. გაჩეჩილაძე, ს. გულისაშვილი, ს. ბერეჟიანი, ბერძენიშვილი, მ.ზაალიშვილი, ს. იაშვილი, კარგარეთელი, გ. კონიაშვილი, პროფ. ი. მოსეშვილი, პროფ. ა. ნათიშვილი, თ. ნიკოლაძე, ო. სანიკიძე-ვოლობუევისა, ილ. სეხნიაშვილი, პ. ქარუმიძე, ნ. ჩიგოგიძე, პ. საყვარელიძე, ნ. ყიფიანი, შალამბერიძე, დოც. ალ. ჯავახიშვილი, ა. ჯანელიძე და ექიმებისგან: ა. ბალარჯიშვილი, კალანდარიშვილი და ვ. ღამბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 ივლისს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იოსებ ივანეს ძე ოცხელმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ წარუდგინა მათ მიერ ბოძებული მოწმობა, საიდანაც ჩანს, რომ მას შეუძლია ასწავლოს გიმნაზიაში საქართველოს ისტორია და გეოგრაფია და ჩაირიცხოს იმავე საგნის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 ივლისს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იოსებ ივანეს ძე ოცხელმა მთავარგამგეს მისწერა, რომ იგი დაესწრო დეკანოზი ივლიანე აბესაძის მიერ ჩატარებულ საქართველოს ისტორიის გაკვეთილებს და დარწმუნდა, რომ ის საგანს მეთოდურად და ნიჭიერად ასწავლიდა. მისი აზრით, არ ჰქონდა მნიშვნელობა სამინისტროს პირველ გეგმას მიიღებდნენ თუ მეორეს, დეკანოზი აბესაძე ცალსახად იმსახურებდა დაენიშნათ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მილიციის უფროსმა ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც მილიციელებს სამუშაო საათებში რესტორანში შესვლა და სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება ეკრძალებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით მკაცრად დაისჯებოდნენ და სამსახურიდან დაითხოვდნენ.
1919
ტიპი: გარდაცვალება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 20 ივლისს წლის პანაშვიდს გადაუხდიან უდროოდ გარდაცვლილ პორუჩიკ კონსტანტინე (კოლია) ერასტის ძე ბესელიას სოფელ ნოსირში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიას ეწვია გამგეობის თავმჯდომარე თევდორე კიკვაძე, რომელმაც სურვილი გამოთქვა, მაღაზია გაეფართოებინათ.

