რეგისტრირებული ფაქტები85422
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სამრეწველო-საქარხნო და საოჯახო მრეწველობის განყოფილების საექსპორტო მცირე კომისიის წევრები იყვნენ: ბ. ხელიმსკი, ევგენი ვეიდენბაუმი, იაკინთე ალიბეგოვი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სამრეწველო-საქარხნო და საოჯახო მრეწველობის განყოფილების საექსპორტო მცირე კომისიის თავმჯდომარის, არტემ ფირალოვის ნაცვლად აირჩიეს ნიკოლოზ სულთან კრიმ-გირეი.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის ივნისში ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი ესპანეთში გაემგზავრა დასასვენებლად და სამკურნალოდ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი და იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობის მომწყობი კომისიის თავმჯდომარე იყო არჩილ ავალიშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს ნიკოლოზ ქართველიშვილმა სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის პრეზიდიუმის წევრობაზე ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა, მის ნაცვლად კიტა აბაშიძე აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის თავმჯდომარედ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 სექტემბრიდან არტისტული საზოგადოების თეატრში დაიწყო რუსული დრამატული წარმოდგენები. დასში იყვნენ პეტერბურგისა და მოსკოვის თეატრების მსახიობები: მარიუს პეტიპა და მაქსიმოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სახალხო კითხვათა და წარმოდგენათა შენობის რემონტი დასრულდა. 23 სექტემბერს კი დაინიშნა პირველი ქართული წარმოდგენა, უნდა ეთამაშათ იერემია გულისაშვილის „დრონი მეფობენ".
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 სექტემბრიდან არტისტულ საზოგადოების თეატრში დგამდნენ რუსულ დრამატულ წარმოდგენებს. დასის წევრი იყო პეტერბურგისა და მოსკოვის თეატრების მსახიობი არკუნინი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის, იაკობ მედვედევის სოჭში წასვლის გამო მისი თანამდებობის აღსრულება დაევალა ო. შიმანოვსკის.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სამრეწველო-საქარხნო და საოჯახო მრეწველობის განყოფილების საექსპორტო მცირე კომისიის წევრები იყვნენ: ლერნერი, ემიროვი, პეტრე ფირალოვი, ბახმეტიევი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სამრეწველო-საქარხნო და საოჯახო მრეწველობის განყოფილების საექსპორტო მცირე კომისიის წევრები იყვნენ: კარაპეტოვი, ი. ი. ტუსკაევი, არშაკ ბაბოვი და ივანე სვეჩინი.